საქართველო ფუტსალში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატია

AutoSharing Option
უეფას ორგანიზებით, 2019 წლიდან ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.

პირველი ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად შვიდი ქვეყანა იბრძოლებს.

საქართველო ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის ერთ-ერთი კანდიდატია. საქართველოსთან ერთად ცნობილია მასპინძლობის მსურველი კიდევ ექვსი ქვეყანა.

2019 წელს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის მსურველი ქვეყნები - საქართველო, ხორვატია, უნგრეთი, ლატვია, პორტუგალია, რუსეთი და უკრაინა.

მასპინძელი ქვეყანა მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე დასახელდება.

ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრებების საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 2018 წლის 1-ელ ნოემბერს გაიმართება. ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
2019 წლის 21-26 იანვარს შედგება.

"მეინ" რაუნდი 26-31 მარტს ჩატარდება. ევროპის ჩემპიონობისთვის 2019 წლის 8-14 სექტემბერს რვა ნაკრები იბრძოლებს.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული