სანამ დროა ზაურ მახარაძე საქართველოს ნაკრებში უნდა მოიწვიონ

AutoSharing Option
დონეცკის "ოლიმპიკის" 24 წლის მეკარე ზაურ მახარაძე (სიმაღლე 186 სმ) ჩინებულად თამაშობს, სტაბილურია, გუნდის კაპიტანია, ლიდერია და უკრაინული პრესა მუდამ აქებს.

ის ოდესის ოლქშია დაბადებული, დონეცკის "ოლიმპიკის" აკადემიის აღზრდილია, 16 წლის ასაკში ჩაატარა პირველი მატჩი ქვეყნის პირველ ლიგაზე, 20 წლისას კი დებიუტი ჰქონდა პრემიერლიგაზე, შარშან გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, ასპარეზობდა უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში, 2014 წელს მოსკოვში თანამეგობრობის თასის გამარჯვებული გახდა.

ჯერ ზაურის უკრაინის ეროვნულ გუნდში არ უთამაშია და უპრიანი იქნება, სანამ დროა საქ
ართველოს ფეხბურთის ფედერაცია მისი პერსონით დაინტერესდეს და არ იქნება ურიგო, თუ ნაკრების ხელმძღვანელობა დაუკავშირდება და სათამაშოდ მოიწვევს. რა თქმა უნდა, თუ თავად მახარაძეს ამის სურვილი აქვს.

ua-football.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ზაურიმ განაცხადა, რომ "კარპატისთან" გამარჯვებამ მათი ახალგაზრდული გუნდი უფრო თვითდაჯერებული გახადა, ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სამუშაო, ყველას უნდა დაუმტკიცონ რაც შეუძლიათ, თავდაუზოგავად ვარჯიშობენ და ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.