ფოთის "კოლხეთის" მწვრთნელი კონსტანტინე გალკინი გადააყენეს

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის პირველ ორ მატჩში დიდი ანგარიშით დამარცხების შემდეგ გადააყენეს ფოთის "კოლხეთის" მწვრთნელი კონსტანტინე გალკინი. ინფორმაცია კლუბის პრეს-ატაშემ, გია ეჯიბიამ გაავრცელა.

56 წლის გალკინი ადრე რუსეთის დაბალი ლიგის გუნდებს ედგა სათავეში.

"კოლხეთის" ახალი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.