თემურ ქეცბაიას ახალი ვარიანტი - ქართველი მწვრთნელი კვიპროსის კლუბს დაუკავშირეს

AutoSharing Option
როგორც ბერძნული საიტი Themasports.com-ი გვამცნობს, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია კვიპროსის კლუბ "აელის" დამრიგებლად მოიაზრება.

კვიპროსული გუნდის ხელმძღვანელობამ ყოფილი მწვრთნელი ბრუნო ბალტაზარი რამდენიმე დღის უკან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დროებით დუშან კერკეზი დანიშნა.

თუმცა, "აელის" ბოსებს უფრო ძლიერი სპეციალისტი სურთ და გავრცელებული ცნობით, ისინი თემურ ქეცბაიას მიწვევას აპირებენ.

თემურ ქეცბაია ბოლოს რუსულ "ორენბურგს" წვრთნიდა, საიდანაც 2017 წელს წამოვიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული