"საბურთალომ" "ნეფტეხიმიკი" დაამარცხა

AutoSharing Option
შეკრებაზე "საბურთალომ" უკანასკნელ მატჩში რუსეთის მე-2 ლიგის "ნეფტეხიმიკს" სძლია 2:1.

ანგარიში პირველ ტაიმში გიორგი კოხრეიძემ გახსნა, მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქემ საპასუხო გოლი გაიტანა, 59-ე წუთზე კი დიმიტრი ტატანაშვილმა მეორედ დალაშქრა ნიჟნეკამსკელთა კარი.

საბურთალო (სასტარტო შემადგენლობა): კუპატაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, ჩაბრაძე, ელვინ ტერა, გორგიაშვილი, ვაგნერი, ხარაიშვილი, კოხრეიძე, ტატანაშვილი.
მეორე ტაიმში შევიდნენ: გოშთელიანი, ჯინჯოლავა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული