ქუთაისის "ტორპედო" მოსკოვის "ტორპედოსთან" დამარცხდა

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე საქართველოს ჩემპიონი ქუთაისის "ტორპედო" ამხანაგურ მატჩში რუსეთის რანგით მესამე დივიზიონის (პროფესიული საფეხბურთო ლიგა, ცენტრალური ზონა) მოსკოვის "ტორპედოსთან" დამარცხდა 0:1. გოლი მოსკოველმა სერგეევმა 86-ე წუთზე გაიტანა.

ტორპედო (ძირითადი შემადგენლობა):
კვასხვაძე, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე, გიგაური, კუხიანიძე, ტუღუში, კუტალია, კაპანაძე, ბოხაშვილი

სათადარიგოები:
ხაინდრავა, ხურცილავა, გრიგალაშვილი, დოლიძე, სარდალიშვილი, წიქარიძე, ფურცხვანიძე, მეგრელაძე

"ტორპედო" ბოლო, მეოთხე ამხანაგურ მატჩს 17 თებერვალს ყაზახური "კაირათის" წინააღმდეგ გამართავს, რის შემდეგაც გუნდი სამშობლოში დაბრუნდება და სუპერთასისთვის (24 თებერვალი) მოემზადება.
ასევე დაგაინტერესებთ