რევაზ ძოძუაშვილი: ქართველებს ფეხბურთის სამყარო ომს გვიცხადებს

AutoSharing Option
ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი რეზო ძოძუაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მენეჯერ-სელექციონერად მუშაობს.

ის ასევე სოხუმის "დინამოს" კონსულტანტიცაა. საინტერესოა, რას ფიქრობს ძოძუაშვილი ქართული ფეხბურთის პრობლემებზე, რა უნდა შეიცვალოს და ვინ არის დამნაშავე ქართულ ფეხბურთში.

Sportall.ge ძოძუაშვილს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- რას საქმიანობთ ამჟამად?
- რამდენიმე ხნის წინ დავიწყე მუშაობა ფეხბურთის ფედერაციაში, როგორც მენეჯერ-სელექციონერმა. ასევე ვარ სოხუმის "დინამოს" კონსულტანტიც. ჩემი მოღვაწეობა ყოველთვის იყო ფეხბურთი და დღესაც ასეა. მთლიანად ფეხბურთში ვარ ჩაფლული.

- დღევანდელ ქართულ ფეხბურთზე რას იტყოდით?..
- ფეხბურთი ისეთი სპორტია,
რაც უნდა კარგი გააკეთო, ყოველთვის უკეთესი გინდა. ჩემი აზრით, ქართული ფეხბურთი ყოველთვის იყო მაღალ დონეზე აწეული და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ მწვერვალები არ დავიპყროთ. იმიტომ, რომ ამის პრაქტიკა გვქონდა, ეს გამოვლილი გვაქვს და არაერთი ფეხბურთელი იყო თბილისის "დინამოში", რომელიც ხვდებოდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში - წარმოიდგინეთ, 16 ქვეყნის წარმომადგენლებიდან ხვდებოდნენ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები საბჭოთა ნაკრებში.

ამიტომ მინდა გითხრათ, რომ წინ წასვლის საშუალება გვაქვს, ყველანაირად ხელშეწყობილნი ვართ ღმერთისგან და ჩვენ იმის უფლება არ გვაქვს, რომ ცუდი ფეხბურთი ვითამაშოთ. ჩვენ ვალდებულნი ვართ ყველა, მივხედოთ ქართულ ფეხბურთს და ეს ქართული ფეხბურთი რაც შეიძლება მაღალ დონეზე ავწიოთ.

- თქვენი აზრით, ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ქართული ფეხბურთი მძიმე მდგომარეობაშია და როგორც კლუბები, ისე ნაკრები, წარმატებას ვერ აღწევენ?
- ფეხბურთში ძალიან დიდი ფული ტრიალებს, ფეხბურთი ძალიან დიდი ბიზნესი და სიმდიდრეა. ამ საუკუნეში, როგორც ფეხბურთელები, ისე მწვრთნელები, ლამის მილიარდებს გამოიმუშავებენ. ამიტომ, როდესაც დაინახეს, რომ ქართველებს შეუძლიათ ეს მილიონერები გაზარდონ, ამიტომ გამოგვიცხადეს სპორტული დიპლომატიური ომი. მდიდარი ქვეყნები ვინც არიან, ჩვენ არ ვჭირდებით, იმიტომ, რომ პატარა სახელმწიფო ვართ. იმის გამო, რომ საქართველოში დიდი ფული არ შემოვიდეს, ფეხბურთის სამყარო გვიცხადებს ომს. ამ ომში რომ გავიმარჯვოთ, ამისთვის მაგარი მთავარსარდალი გვჭირდება.

- რა უნდა მოხდეს, თქვენი აზრით, რომ ქართული ფეხბურთი განვითარდეს და წინ წავიდეს?
- საქართველოში უნდა გამოჩნდეს ის ბიზნესი და ისეთი პირობები, რომ დღევანდელ ფეხბურთის დინებას კონკურენცია მიეცეს. უნდა იყოს თითოეულ უბანში კარგი სტადიონი, უნდა იყოს ფიზმომზადების კარგი დარბაზები... ამასთან ერთად, ყველა სტადიონზე უნდა იყოს მძლეოსნობის მოედნები. ახალგაზრდა რომ შევა სტადიონზე, მას ყველაფერი უნდა იტაცებდეს. ამ შემთხვევაში გვექნება კარგი სიტუაცია იმისა, რომ კარგი ფეხბურთელები გაიზარდონ.

ბუნება გვეუბნება: აა, ძმაო, ბალახი, აა, თქვენ კაი წყალი, აა, თქვენ მზე, აა, თქვენ ყველანაირი სიტუაციაო და ადექით და ითამაშეთო.

აი, მაგალითად, დღეს შესანიშნავი შედეგები აჩვენა რაგბიმ. ერთ დროს რა სიძლიერეც ქართულ ფეხბურთს ჰქონდა, გადავიდა რაგბიში. პირობები უნდა შეიქმნას. ახლა წარმოიდგინეთ - კაცი გადიხარ საომრად, შენ სუფთა ხელები გაქვს და ის ხანჯლით მოდის. აი, ასეა დღეს, სუფთა ხელებით ვართ ჩვენ და ვინც ფარით და ხანჯლით გვეომება, ვის უნდა მოვუგოთ?!

- საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე რას იტყოდით?..
- ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ნაკრების დონე მაღალ დონეზე ავწიოთ. ამაში ფეხბურთის ფედერაცია და სპორტის სამინისტროც ჩართულია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთა ლიგის ჯგუფში, რომ პირველი ადგილი დავიკავოთ. ამისათვის ძველი პრაქტიკაც უნდა გამოვიყენოთ და ახალი გეგმებიც შევიმუშავოთ.
მკითხველის კომენტარები / 70 /
ამან არიცის ფეხბურთი და ამის მლანძღველები დაკრიტიკოსები პროფესორები ყოფილან ხოდა მიუშვათ ერთი ეგ ხალხი ფეხბურთის სათავეში.ვავა ქართულ ფეხბურთს.ამნაირი აზროვნების გამო აქ დარხეული ქართულ ფეხბურთს თანამედროვე ფეხბურთიო რომელი თამაშებს რო ყიდულობენ და ყიდიან თუ აკრძალულ პრეპარატებს რო იშხაპუნებენ მარჯვნივ და მარცხნივ.
zaza
09 თებერვალი 2018 12:15
11
მიჩიხა!!! რათა, რათა, რათა, რათა!!!!!!!!!!!!!!!!
სავლე
09 თებერვალი 2018 12:00
2
გადასახადისგა გათავისუფლებულები უნდა იყვნენ ბავშვები და მწვრთნელები უნდა შეიცვალოს ყველგან
givi
09 თებერვალი 2018 11:07
2
ბატონო რეზო,ფულის გულისთვის ყველაფერი კი არ უდა იკადროს კაცმა.ის დიდი სიყვარული რაც გულშემატკივრებს აქვთ თქვენს მიმარტ თანამდებობაზე დანიშვნაში ნუ გაცვლით. აქამდე სულ სხვანაირად აფასებდით ფედერაციის მუშაობას. სანამ საქარტველოში ჩაწყობილი თამასების რიცხვი მინიმუმამდე არ დავა(საერთოდ ვერ გამოირიცხება) და სანამ ნაცნობობით, ძმაკაცობით იქნება 19-21 და ძირითად ნაკრებში ფეხბურთელების შერჩევა და თამაში(რომ მერე გაიყიდოს) იქამდე არაფერი გვეშველება. კიდევ ერთი აზრს ფედერაციაზე თანამდებობის გულისთვის ნუ შეიცვლით,თორემ ხალხი შეგიძულებს.თქვით ის რაც სათქმელია, თორემ ყველამ ყველაფერი იცის და ხედავს.
VASPA
13 თებერვალი 2018 15:24
0
როგორ არ მინდა ვეტერან, თანაც ძალიან გამორჩეულ და საყვარელ ფეხბურტელზე რაიმე აუგი ვთქვა ან დავწერო, მაგრამ როცა ასეთ უაზრო და არაფრისმთქმელ ინტერვიუს ვეცნობი, გული მისკდება იმაზე, რომ ამას ყველაფერს რეზოსაგან ვისმენ. ყველაფერზე შეიძლება მსჯელობა, თუმცა იმაზე როგორ ვიმსჯელო ვინმესთან რომ თურმე ჩვენი ფეხბურთის მთავარი მტერი გარე ფაქტორები ყოფილა და არა ჩვენი უგუნურობა. რეზო, ასეთი რამ როგორ გაიაზრეთ, მით უმეტეს, როგორ თქვით????
გოგი ინაური
12 თებერვალი 2018 12:51
0
ქართული ფეხბურთის პრობლემა ისაა, რომ მაღალი კვალიფიკაციის ქართველ მწვრთნელებს სათანადო ანაზღაურებას არ სთავაზობენ საქართველოში, რის გამოც ისეთ ქვეყნებში მიდიან სამუშაოდ სადაც მაღალი ანაზღაურებაა, მაგალათიდ, მინაშვილი, რომელსაც სამწვრთნელო განათლება ინგლისში აქვს მიღებული ამჟამად ჩინეთი წვრთნის გუნდს, არველაძე უზბეკეთშია და ა.შ. დავაბურუნოთ ეს მწვრთნელები საქართველოში, ჩავაბაროთ ახალგაზრდული გუნდები და გაზრდიან ვარსკვლავებს.
ვახტანგი
09 თებერვალი 2018 20:47
8
რა მოგივიდათ ხალხნო. რა დააშავა ასეთი ამ ადამიანმა და ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ერთი შეცდომა რომ აღარ აპატიოთ!!! მიხვალთ თქვენც მის ასაკამდე და ვნახავთ როგორ იაზროვნებთ. შენ კიდე ჩემო რეზო, როცა საჯაროდ რაიმეს აქვეყნებ, ან ცოტა დაუკვირდით ან სრულიად ფხიზელზე მიეცით ინტერვიუ. იმის თქმა როგორ შეიძლებოდა, საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოთამაშე ქართველი და არა მარტო ქართველი ფეხბურთელი, თურმე სხვა ქვეყნიდან ყოფილან.
gela
09 თებერვალი 2018 16:51
3
რა დააშავა ძოძუაშვილმა? ფულის საკეთებელ დაზგად რომ ჰქონდა გადაქცეული ფეხბურთი ის დააშავა. ნაკრებში უნიჭო ხალხი რომ შეყარა რომ პადიომნიდან წილები აეღო ის დააშავა, 44-ე წუთზე რომ ცვლიდა ფეხბურთელს ყოველ ტურში და აზიური ტოტალიზატორიდან ფულს იღებდა ის დააშავა. ძალიან დიდი სია გამოვა რომ გავაგრძელო
სახელი
09 თებერვალი 2018 17:23
7
რამდენიმე წლის წინ ძოძუაშვილის და სხვა ვეტერანების ბჟუტურს პასუხი გასცა ჩვენმა გულშემატკივარმა და კარგის მსურველმა,ჰოლანდიელმა ბოსკამპმა,გაიხსენეთ მისი დიდებული სიტყვები,ქართული მენტალიტეტი უდრის დებილს,ეს სიტყვები,როგორც არასდროს დღესაც აქტუალურია.გაუმარჯოს დიდ ბოსკამპს.
roma
10 თებერვალი 2018 10:51
5
არასწორი გამოთქმაა -სოხუმის "დინამო". სწორი გამოთქმაა-საფეხბურთო გუნდი "სოხუმი". ასე აჯობებს, სანამ გუნდი ფიზიკურად არ განთავსდება ქ. სოხუმში. 25 წელია სოხუმში ქართველს ფეხი არ დაუდგავს .....
zaza
13 თებერვალი 2018 11:38
0
რა კაცო სოხუმის დინამოო, სად არის სოხუმი თუ ღმერთი გწამს, თქვენ ისე გამოგდით სად ერეკლე სა სად -------------------
guria
12 თებერვალი 2018 09:52
0

სიახლეები პოპულარული