რევაზ ძოძუაშვილი: ქართველებს ფეხბურთის სამყარო ომს გვიცხადებს

AutoSharing Option
ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი რეზო ძოძუაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მენეჯერ-სელექციონერად მუშაობს.

ის ასევე სოხუმის "დინამოს" კონსულტანტიცაა. საინტერესოა, რას ფიქრობს ძოძუაშვილი ქართული ფეხბურთის პრობლემებზე, რა უნდა შეიცვალოს და ვინ არის დამნაშავე ქართულ ფეხბურთში.

Sportall.ge ძოძუაშვილს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- რას საქმიანობთ ამჟამად?
- რამდენიმე ხნის წინ დავიწყე მუშაობა ფეხბურთის ფედერაციაში, როგორც მენეჯერ-სელექციონერმა. ასევე ვარ სოხუმის "დინამოს" კონსულტანტიც. ჩემი მოღვაწეობა ყოველთვის იყო ფეხბურთი და დღესაც ასეა. მთლიანად ფეხბურთში ვარ ჩაფლული.

- დღევანდელ ქართულ ფეხბურთზე რას იტყოდით?..
- ფეხბურთი ისეთი სპორტია,
რაც უნდა კარგი გააკეთო, ყოველთვის უკეთესი გინდა. ჩემი აზრით, ქართული ფეხბურთი ყოველთვის იყო მაღალ დონეზე აწეული და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ მწვერვალები არ დავიპყროთ. იმიტომ, რომ ამის პრაქტიკა გვქონდა, ეს გამოვლილი გვაქვს და არაერთი ფეხბურთელი იყო თბილისის "დინამოში", რომელიც ხვდებოდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში - წარმოიდგინეთ, 16 ქვეყნის წარმომადგენლებიდან ხვდებოდნენ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები საბჭოთა ნაკრებში.

ამიტომ მინდა გითხრათ, რომ წინ წასვლის საშუალება გვაქვს, ყველანაირად ხელშეწყობილნი ვართ ღმერთისგან და ჩვენ იმის უფლება არ გვაქვს, რომ ცუდი ფეხბურთი ვითამაშოთ. ჩვენ ვალდებულნი ვართ ყველა, მივხედოთ ქართულ ფეხბურთს და ეს ქართული ფეხბურთი რაც შეიძლება მაღალ დონეზე ავწიოთ.

- თქვენი აზრით, ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ქართული ფეხბურთი მძიმე მდგომარეობაშია და როგორც კლუბები, ისე ნაკრები, წარმატებას ვერ აღწევენ?
- ფეხბურთში ძალიან დიდი ფული ტრიალებს, ფეხბურთი ძალიან დიდი ბიზნესი და სიმდიდრეა. ამ საუკუნეში, როგორც ფეხბურთელები, ისე მწვრთნელები, ლამის მილიარდებს გამოიმუშავებენ. ამიტომ, როდესაც დაინახეს, რომ ქართველებს შეუძლიათ ეს მილიონერები გაზარდონ, ამიტომ გამოგვიცხადეს სპორტული დიპლომატიური ომი. მდიდარი ქვეყნები ვინც არიან, ჩვენ არ ვჭირდებით, იმიტომ, რომ პატარა სახელმწიფო ვართ. იმის გამო, რომ საქართველოში დიდი ფული არ შემოვიდეს, ფეხბურთის სამყარო გვიცხადებს ომს. ამ ომში რომ გავიმარჯვოთ, ამისთვის მაგარი მთავარსარდალი გვჭირდება.

- რა უნდა მოხდეს, თქვენი აზრით, რომ ქართული ფეხბურთი განვითარდეს და წინ წავიდეს?
- საქართველოში უნდა გამოჩნდეს ის ბიზნესი და ისეთი პირობები, რომ დღევანდელ ფეხბურთის დინებას კონკურენცია მიეცეს. უნდა იყოს თითოეულ უბანში კარგი სტადიონი, უნდა იყოს ფიზმომზადების კარგი დარბაზები... ამასთან ერთად, ყველა სტადიონზე უნდა იყოს მძლეოსნობის მოედნები. ახალგაზრდა რომ შევა სტადიონზე, მას ყველაფერი უნდა იტაცებდეს. ამ შემთხვევაში გვექნება კარგი სიტუაცია იმისა, რომ კარგი ფეხბურთელები გაიზარდონ.

ბუნება გვეუბნება: აა, ძმაო, ბალახი, აა, თქვენ კაი წყალი, აა, თქვენ მზე, აა, თქვენ ყველანაირი სიტუაციაო და ადექით და ითამაშეთო.

აი, მაგალითად, დღეს შესანიშნავი შედეგები აჩვენა რაგბიმ. ერთ დროს რა სიძლიერეც ქართულ ფეხბურთს ჰქონდა, გადავიდა რაგბიში. პირობები უნდა შეიქმნას. ახლა წარმოიდგინეთ - კაცი გადიხარ საომრად, შენ სუფთა ხელები გაქვს და ის ხანჯლით მოდის. აი, ასეა დღეს, სუფთა ხელებით ვართ ჩვენ და ვინც ფარით და ხანჯლით გვეომება, ვის უნდა მოვუგოთ?!

- საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე რას იტყოდით?..
- ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ნაკრების დონე მაღალ დონეზე ავწიოთ. ამაში ფეხბურთის ფედერაცია და სპორტის სამინისტროც ჩართულია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთა ლიგის ჯგუფში, რომ პირველი ადგილი დავიკავოთ. ამისათვის ძველი პრაქტიკაც უნდა გამოვიყენოთ და ახალი გეგმებიც შევიმუშავოთ.
მკითხველის კომენტარები / 70 /
დღეს რაც ჭირს ქართულ ფეხბურთს ასე იოლად არ მორჩება,რატომ?იკითხავს მავანი,იმიტომ,რომ დღეს ფეხბურთი და განსაკუთრებით ქართული ფეხბურთი მდარე ,დაბალი დონის ფეხბურთელებით არის სავსე,ტალანტებს არავინ ეძებს,დაბალი დონის ფეხბურთელებს ნაკრებში ერეკებიან,რომ მერე სადღაც გაყიდონ და ფული გააკეთონ,ყიდიან კიდეც:ჭ,ყ,ხ,კლასის გუნდებში და იქაც კი არ ათამაშებენ,ფაქტიურად უთამაშებელი ფეხბურთელებით არის ნაკრები სავსე,თუ არ ჩავთვლით ერთ,ორს,თუმცა ასეთებიც კი აღარ მახსენდებიან,ამას დაუმატეთ ჩვენი ეროვნული,უსუსური ჩემპიონატი,ჩაწყობილი მატჩები,ჩამწყობები იმის მაგივრად,რომ მოეკვეთა ფეხბურთდიდან,არც კი დაუსჯიათ,დღეს რომ მიხეილ მესხი ყოფილიყი დამწყები ფეხბურთელი მას არავინ აიყვანდა გუნდში,ათას მიზეზს გამოუძებნიდნენ,იმიტომ რომ მერე მავანთა შვილებს ვიღა გაყიდიდა უსუსურ ევრო კლუბებში?ეს და კიდევ უამრავი ქვე დინებებია,რომელსაც ჩვენი თვალსაწიერი ვერ წვდება.
ჭაობში ვართ ბატონებო,ჭაობში,თუ ქართულ ფეხბურთში კარგი გაგებით რევოლუცია არ მოხდა ისე ქართული ფეხბურთი იმ ტკიპებს ვერ მოიშორებს,რომელებიც სისხლს ასე დაუზოგავად წოვენ.
ზასტაველი
28 თებერვალი 2018 13:16
0
ნომერი პირველი პრობლემა არის წესიერება! კონფორმიზმი,ნეპოტიზმი და მლიქვნელობა ღუპავს ყველაფერს. სტადიონს და მოედნის საფარს ეშველება, მაგრამ "დებილ მენტალიტეტს" ვერაფერი გამოასწორებს.
1234
16 თებერვალი 2018 11:29
0
ბატონო რეზო,ფულის გულისთვის ყველაფერი კი არ უდა იკადროს კაცმა.ის დიდი სიყვარული რაც გულშემატკივრებს აქვთ თქვენს მიმარტ თანამდებობაზე დანიშვნაში ნუ გაცვლით. აქამდე სულ სხვანაირად აფასებდით ფედერაციის მუშაობას. სანამ საქარტველოში ჩაწყობილი თამასების რიცხვი მინიმუმამდე არ დავა(საერთოდ ვერ გამოირიცხება) და სანამ ნაცნობობით, ძმაკაცობით იქნება 19-21 და ძირითად ნაკრებში ფეხბურთელების შერჩევა და თამაში(რომ მერე გაიყიდოს) იქამდე არაფერი გვეშველება. კიდევ ერთი აზრს ფედერაციაზე თანამდებობის გულისთვის ნუ შეიცვლით,თორემ ხალხი შეგიძულებს.თქვით ის რაც სათქმელია, თორემ ყველამ ყველაფერი იცის და ხედავს.
VASPA
13 თებერვალი 2018 15:24
0
დამნაშავე საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ და არა სხვაგან, მიხედეთ ბავშვთა ფეხბურთს, ბავშებს ჭირდებათ კვალიფიციური მწვრთნელები რომლებიც თანამედროვე სტანდარტებით მუშაობენ, მოედნები სადაც ბურთის გაგორება შეიძლება და არა ყანის მსგავსი მოედნები, ასევე ჯანსაღი და სწორი კვება რომელიც ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, აღარაფერს არ ვამობობ იმაზე რამდენი პერსპექტიული ბავშვია და უსახსრობის გამო ვერ ვითარდება.. ეს მიზეზები შეიძლება კიდევ გაგრძელდეს იმდენი პრობლემებია. ბატონი რევაზი კი ყველაფერს აბრალებს უცხოეთს და ეძებს მტერს გარეთ როცა ის ჩვენ ქვეყანაშია!!
zaza
13 თებერვალი 2018 13:46
0
დამნაშავე საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ და არა სხვაგან, მიხედეთ ბავშვთა ფეხბურთს, ბავშებს ჭირდებათ კვალიფიციური მწვრთნელები რომლებიც თანამედროვე სტანდარტებით მუშაობენ, მოედნები სადაც ბურთის გაგორება შეიძლება და არა ყანის მსგავსი მოედნები, ასევე ჯანსაღი და სწორი კვება რომელიც ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, აღარაფერს არ ვამობობ იმაზე რამდენი პერსპექტიული ბავშვია და უსახსრობის გამო ვერ ვითარდება.. ეს მიზეზები შეიძლება კიდევ გაგრძელდეს იმდენი პრობლემებია. ბატონი რევაზი კი ყველაფერს აბრალებს უცხოეთს და ეძებს მტერს გარეთ როცა ის ჩვენ ქვეყანაშია!!
zaza
13 თებერვალი 2018 13:46
0
არასწორი გამოთქმაა -სოხუმის "დინამო". სწორი გამოთქმაა-საფეხბურთო გუნდი "სოხუმი". ასე აჯობებს, სანამ გუნდი ფიზიკურად არ განთავსდება ქ. სოხუმში. 25 წელია სოხუმში ქართველს ფეხი არ დაუდგავს .....
zaza
13 თებერვალი 2018 11:38
0
როგორ არ მინდა ვეტერან, თანაც ძალიან გამორჩეულ და საყვარელ ფეხბურტელზე რაიმე აუგი ვთქვა ან დავწერო, მაგრამ როცა ასეთ უაზრო და არაფრისმთქმელ ინტერვიუს ვეცნობი, გული მისკდება იმაზე, რომ ამას ყველაფერს რეზოსაგან ვისმენ. ყველაფერზე შეიძლება მსჯელობა, თუმცა იმაზე როგორ ვიმსჯელო ვინმესთან რომ თურმე ჩვენი ფეხბურთის მთავარი მტერი გარე ფაქტორები ყოფილა და არა ჩვენი უგუნურობა. რეზო, ასეთი რამ როგორ გაიაზრეთ, მით უმეტეს, როგორ თქვით????
გოგი ინაური
12 თებერვალი 2018 12:51
0
რა კაცო სოხუმის დინამოო, სად არის სოხუმი თუ ღმერთი გწამს, თქვენ ისე გამოგდით სად ერეკლე სა სად -------------------
guria
12 თებერვალი 2018 09:52
0
კიდე როგორ უდგას სული ამ საცოდავ ქვეყანას, ასეთების ხელში? აზერბაიჯანული გუნდები, ზედიზედ 2 წელია 8 ბურთით გიგებენ და სლოვაკეთის სოფლის გუნდი 8-1 გიგებს. ამან კიდე ომი გამოგვიცხადესო... "ღირსეული" ახალი თაობა რომ ეზრდებათ, თავიანთი უშინაარსო ბჟუტურით და სადღეგრძელოებით, კაი ხანს ვიქნებით კიდე უკანალში. ტიპებს საზმაუზე იწვევდნენ, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების გასარჩევად და იმათი ინტელექტი ტოტალიზატორის მარად ლუზერი სტუმრის დონეს ვერ ცდებოდა. ერთი სიტყვით, მუქთახორა "სასტავი", რომელიც მესამე წელია გმირულად ახერხებს იმ 250 მილიონის ათვისებას. მორიგ ჩაკუკვას კი მსოფლიო ფეხბურთის შეთქმულებას აბრალებს.
1234
10 თებერვალი 2018 13:56
2
მეთექვსმეტე ქვეყანა რომელი იყო საბჭოთა კავშირში?
გუჯა კახაძე
10 თებერვალი 2018 13:05
2

სიახლეები პოპულარული