თბილისის "დინამო" თურქეთში შეკრებაზე "ზორიასთან" 0:3 დამარცხდა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის ქალაქ სიდეში შეკრებაზე მყოფმა თბილისის "დინამომ" პირველი ამხანაგური - საკონტროლო მატჩი ჩაატარა ლუგანსკის "ზორიასთან".

"დინამომ" თამაში აქტიურად დაიწყო და ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი მეკარე ჩუგაევმა, შემდეგ "ზორიამ" კონტრიერიში განახორციელა და კოჩერგინმა ბურთი ძელს გაარტყა. ამის მერე თამაში გათანაბრდა და ბურთს უფრო ხშირად ლუგანსკელები ფლობდნენ. შედეგად, ტაიმის დასასრულს სვატოკმა ნაკუთხურალ ბურთს თავი დაუხვედრა და ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში უკრაინული გუნდი ფლობდა ინიციატივას, ლიუბენოვიჩმა 64-ე წუთზე მეორედ დალაშქრა საქართველოს ვიცე - ჩემპიონის კარი, ხოლო 87-ე წუთზე ავტოგოლით ანგარიში 0:3 გახდა.

"დინამოს"
სასტარტო შემადგენლობა: გულისკერია, ხარაბაძე, თოთაძე, კობოური, რუხაია, ქარდავა, ივანისენია, შულაია, კიტეიშვილი, ივინიშვილი, ზივზივაძე.

მეორე ტაიმში შევიდნენ: გაბუნია, ერგემლიძე, გადრანი, გაბიტაშვილი, კუცია, ქოჩლაძე, მარიანოვიჩი, ბაბუნაძე, დარცმელია, ბ. ხარშილაძე

შეგახსენებთ, ორიოდ დღის წინ "ზორია" ტრნავას "სპარტაკთან" 1:2 დამარცხდა და გოლითა და საგოლე გადაცემით თავი ქართველმა ნახევარმცველმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა გამოიჩინა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მალადეც კაჭარავა, შენ ყოფილხარ მწვრთნელი.
....
16:18 27-01-2018
0
ამ შემადგენლობით ვინმე რამე სხვას ელოდა? მიზანმიმართულად გაანადგურეს დინამო, მადლობა დინამოს ხელმძღვანელობას!
ალეკო
11:46 26-01-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული