"ზურაბ ფოცხვერია წაგებული შეხვედრის შემდეგაც პრემიას გვაძლევდა" - "ამერის" გახსენება [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
2002 წელი - თბილისში დაარსდა კლუბი, რომელმიც დღემდე საქართველოში დიდი სიყვარულისა და ერთიანობის სიმბოლოდ აღიქმებმა.

ბიზნესმენ ზურაბ ფოცხვერიას თაოსნობით, საქართველოში არსებობა ახალმა საფეხბურთო კლუბმა, "ამერმა" დაიწყო.

გუნდი თავდაპირველად პირველ ლიგაში ასპარეზობდა, სადაც 16 გუნდში მე-12 ადგილი დაიკავა.

Sportall.Ge

ამ შედეგით კლუბი რეგიონალიგაში უნდა გავარდნილიყო, თუმცა, პირველი ლიგის რესტრუქტურიზაციამ, იგი გავარდნისგან იხსნა.

მომდევნო სეზონიდან კი "ამერის" წარმატებები იწყება...

Sportall.Ge

"ამერმა" უმაღლეს ლიგაში პირველად 2005-06 წლებში იასპარეზა და მე-7 ადგილი დაიკავა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იმავე წელს გუნდმა ქვეყნის თასი მოიპოვა, რითაც უეფას თასის
საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლა.

პირველ ეტაპზე "ამერმა" სახლში სომხეთის "ბანანცთან" 0:1 წააგო და თითქოს ორმატჩიანი დუელში ქართველები დამარცხებული უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა, ერევანში თბილისელებმა და 2:1 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე გააღწიეს.

იქ კი ბერლინის "ჰერტა" იყო.

Sportall.Ge

გვესაუბრება "ამერის" ყოფილი ფეხბურთელი გიორგი დეკანოსიძე:

"როდესაც გავიგეთ, რომ "ჰერტა" დაგვეჯახა, ყველას ეგონა, რომ დიდი ანგარიშით წავაგებდით.

იმ დროს "ჰერტაში" ძალიან გამორჩეული ფეხბურთელები თამაშობდნენ. ბრაზილიის, გერმანიის, თურქეთის და სხვა ნაკრებების მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული.

სხვათაშორის, დღევანდელი მთავარი მწვრთნელიც იყო პოლ დარდაი თუ არ ვცდები.

ჩვენ დასაკარგი არაფერი გვქონდა თუ წავაგებდით ვის რა უნდა ეთქვა. მაგრამ, ჩვენ გვჯეროდა, რომ ბოლომდე ბრძოლით და მონდომებით შეუძლებელი არაფერი იყო.

ბერლინში სამწუხაროდ 94-ე  წუთზე გავუშვით გოლი. თბილისშიც საინტერესო თამაში გამოვიდა ვიგებდით და ბოლოს ფრეს დავჯერდით".

საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში ბერლინელებმა "ამერი" 3:2 დაამარცხეს.

Sportall.Ge

თუმცა, ამ მარცხის შემდეგ კლუბს ბრძოლა და განვითარება არ შეუწყვეტია.

2006-07 წლებში მათ საქართველოს ჩემპიონატი მე-3 ადგილზე დაასრულეს და კიდევ ერთხელ მოიგეს საქართველოს თასი.

Sportall.Ge

წინ გუნდს უკვე ორმატჩიანი დაპირისპირება პოლონეთის კლუბ "ბელხატოვთან" ელოდა.

გასვლითი შეხვედრა "ამერმა" 0:2 წააგო, სახლში კი ამავე ანგარიშით იმარჯვა.

თერთმეტმეტრიანების სერიაში კი უკეთესნი პოლონელები აღმოჩდნენ.

  • სულიკო დავითაშვილის გოლი ბელხატოვთან

  • ამერი - ბელხატოვი - პენალტების სერია

ამის შემდეგ კლუბისთვის შედარებით ცუდი პერიოდი იწყება.

2007-08 წლების სეზონში კლუბმა საქართველოს ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა, საქართველოს თასზე კი ფინალში იასპარეზა.

ფინანსური პრობლემების გამო გუნდი მომდევნო სეზონში ქვედა ლიგაში დაქვეითდა...

2008-09 წლებში გუნდმა მეორე ლიგაში პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა სპონსორი კვლავ არ გამოჩნდა და 2009 წელსაც კლუბმა არსებობა შეწყვიტა.

გიორგი დეკანოსიძე იხსენებს:

"ამ კლუბმა შეძლო, რომ გულშემატკივარი მოეზიდა და სახლის თამაშებზე ადგილებიც აღარ იყო ხოლმე, მხურვალედ გვიჭერდნენ მხარს.

ეგ კი არა დღესაც მხვდება ხალხი და მეუბნებიან რა კარგი გუნდი იყავითო და ყველას გული დაწყდა ამ კარგი გუნდის დაშლაზე.

ალბათ, იმ ადამიანებს, ვინც თავის ფულს ხარჯავს ფეხბურთში მეტი გაფრთხილება და ხელშეწყობა სჭირდებათ რომ გული არ აუცრუვდეთ ფეხბურთზე და  გაქცევა არ უნდოდეთ.

ბოლოს დაიწყო ფინანსური პრობლემები, რამაც ეს ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო გუნდი სამწუხაროდ მიიყვანა დაშლამდე".

დეკანოსიძეც სხვა თემებზეც საუბრობს:

"ინფრასტრუქტურა კარგი იყო, პატარა და კარგი სტადიონიც გვქონდა.

გვქონდა ასევე ბაზა საგურამოში, სადაც ვვარჯიშობდით, მაგრამ შენობა დასამთავრებელი იყო. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ბევრ გუნდს ეგეთი სავარჯიშო და მოსამზადებელი პირობები სანატრელი აქვთ.

საკმაოდ კარგი გუნდი იყო "ამერი". კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. წარმატებასაც მივაღწიეთ 2 თასი და 2 სუპერ თასი მოვიგეთ.

ვფიქრობ, ევროტურნირებზეც ნორმალურად გამოვდიოდით. ეს გუნდი, რომ  შენარჩუნებულიყო ისე ვიყავით შეკრულები და შეთამაშებულები, რომ უფრო მეტ წარმატებასაც მივაღწევდით.

ხელმძღვანელობაც და მწვრთნელებიც ყველანაირ პირობას გვიქმნიდა ამისთვის. ყველა პირობა იყო იმისთვის რო ფეხბურთელად გეგრძნო თავი", - აღნიშნა დეკანოსიძემ.

თბილისის "ამერის" ერთ-ერთი ლიდერი იყო სულიკო დავითაშვილი, რომელიც ამ კლუბის ბომბარდირი გახლდათ.

Sportall.ge მას დაუკავშირდა და გაესაუბრა.

"ძალიან თბილი გუნდი იყო "ამერი"... ერთ მუშტად შეკრული და მეგობრული.

ეგეთი გუნდები მე საქართველოში არ მინახია. იქ ყველამ თავისი საქმე იცოდა და ყველამ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა.

გუნდის მთელ კოლექტივს ერთმანეთი უყვარდა და შედეგი ალბათ ამან მოიტანა...

არ იყო მაინცდამაინც იმაზე საუბარი თამაში მოვიგოთ, თორემ ვინმე გუნდიდან გაგაგდებს ან საყვედურს გეტყვის, პირიქით, ზურაბ ფოცხვერია პრემიას წაგებულ თამაშზეც გვაძლევდა.

ძალიან დიდი გულისტკივილი მინდა გამოვთქვა, რომ ასეთი კლუბი დაიშალა...

საერთოდ ზურაბ ფოცხვერია, რომ ფეხბურთში აღარ არის ეს ქართული ფეხბურთის დიდი დანაკლისია.

ეგეთი პრეზიდენტი "ამერს" რომ ჰყავდა იშვიათია და მე პირადად არც მინახია", - განაცხადა დავითაშვილმა.

Sportall.ge ზურაბ ფოცხვერიასთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, იგი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.

და ბოლოს, გთავაზობთ "ამერის" ჰიმნს, რომელიც ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცის კიდეც...

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბევრი ამერისნაირი გუნდი და გულშემატკივრები სჭირდება ქართულ ფეხბურთს სხვანაირად დაღუპულია ქართული ფეხბურთი
gioo
17:45 17-01-2018
0
"ზურაბ ფოცხვერია წაგებული შეხვედრის შემდეგაც პრემიას გვაძლევდა"-კომენტარის გარეშე!!! თუმცა უნდა ითქვას, რომ ასეთი რამ მსოფლიოში არსად არ ხდება და არც შეიძლება მოხდეს. პრემია და ბონუსი, მხოლოდ წარმატებისათვის ეძმთავარი მიზეზი იმისა (ფინანსების უყაირათო ხარჯვა), რომ ეს მართლაც კარგი გუნდი, მხოლოდ მოგონებებშია შემორჩენილი. კი, ისე უნდა ითქვას, რომ მართლაც შეკრული და კარგი კოლექტივი იყო.
zaza
09:48 15-01-2018
0

სიახლეები პოპულარული