თემურ შალამბერიძე: ყველას არ შეუძლია, ფული გადაიხადოს და ფეხბურთზე იაროს

AutoSharing Option
თემურ შალამბერიძე "საბურთალოს" აკადემიის დირექტორი და ამავე კლუბის 19-წლამდელთა გუნდის მწვრთნელია.

მას ასევე ქობულეთის "შუქურაში" და გორის "დილაშიც" უმუშავია, სადაც გუნდს საქართველოს თასი მოაპოვებინა და ევროპის ლიგაზე კი ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა.

Sportall.ge შალამბერიძეს დაუკავშირდა და საინტერესო საკითხებზე ესაუბრა.

- თქვენ "საბურთალოს" აკადემიის დირექტორის პოსტი გიკავიათ და ასევე, ამავე კლუბის 19-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი ხართ. როგორც ცნობილია, "საბურთალოს" აკადემიაში ფეხბურთელის აღსაზრდელად კარგი პირობებია...
- "საბურთალოს" აკადემია საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეულია. შემიძლია ვთქვა, რომ უკვე ბრენდი არის და ამიტომ ყველას სურს აქ
გადმოსვლა.

იმიტომ, რომ კარგი საწვრთნელი პროცესია, კარგი პირობებია და ყველას უნდა კარგ პირობებში ვარჯიში, მით უმეტეს, საქართველოში.

ჩვენ გვაქვს ჩვენი მიმართულება და ამ მიმართულებით ვმუშაობთ. "საბურთალოს", როგორც სათამაშო, ისე სავარჯიშო, თავისი სტილი გააჩნია.

- "საბურთალო" სატრანსფერო ფანჯარაზე საკმაოდ აქტიურობს. რა მიზანი ექნება გუნდს ეროვნულ ლიგაში?
- კლუბმა დაიმატა "ლოკომოტივიდან" გიორგი დიასამიძე და ბექა ქურდაძე, "ჩიხურადან" - თორნიკე გორგიაშვილი და დიმიტრი ტატანაშვილი.

გონსო ვაგნერი ბელგიაში იყო განათხოვრებით და ისევ ჩვენთან ბრუნდება. იგი ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერია.

"საბურთალო" ძალიან ძლიერი გუნდი იქნება, სამეულისთვის ბრძოლა მინიმუმ და ჩემპიონობისთვის ბრძოლაც თავისუფლად შეგვიძლია.

- როდესაც ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი სათამაშოდ უცხოეთში მიდის, ნაკლები სათამაშო დრო ეძლევა... როგორ ფიქრობთ, რისი ბრალია ეს ყველაფერი?
- სულ იმაზეა ლაპარაკი, რომ 17-18 წლის ბიჭები სად იკარგებიან... ეგ ზუსტად იმის ბრალია, რომ ეს 17-18 წლის ფეხბურთელი, რომ მიაღწევს მაგ ასაკს, აუცილებლად ვიღაცასთან ერთად უნდა ივარჯიშოს, ან ვინმე მაღალკვალიფიციურ ფეხბურთელთან ერთად ითამაშოს.

ამიტომ, სასურველი იქნება, თუ ქართულ კლუბებში ევროპული დონის 3-4 ფეხბურთელი ჩამოვა და ამ ახალგაზრდებს მათთან ერთად მოუწევთ გაზრდა, ვარჯიშიც და თამაშიც.

ახალგაზრდას განვითარების პოტენციალი გააჩნია, მაგრამ ეს პოტენციალი ვერ შეივსება და 17-18 წლის ახალგაზრდა საქართველოს ფეხბურთის დონეს ვერ აწევს. ამიტომ საჭიროა, მან ცოტა მაღალი კლასის ფეხბურთელთან ერთად ივარჯიშოს და ითამაშოს.

- თქვენ ბავშვთა ფეხბურთში ჩახედული ხართ... რა შეგიძლიათ გვითხრათ, რა პრობლემებია ბავშვთა ფეხბურთში?
- პრობლემები ძალიან ბევრია... პირველი, ყველას არ შეუძლია, თანხა გადაიხადოს და ფეხბურთზე იაროს.

"საბურთალოში" ბევრი შეღავათი გვაქვს, აკადემიაში მაგალითად, ბავშვები ფულს არ იხდიან.

არის სკოლები, სადაც ბავშვები დადიან, ფულს იხდიან და ვარჯიშობენ...

ზოგს უჭირს ფულის გადახდა. ჩვენ სოციალურად დაუცველებზეც დიდი შეღავათი გვაქვს, მათ უფასოდ ვავარჯიშებთ.

ბავშვის სათამაშო პრაქტიკა არის ყველაზე მთავარი. რაც უფრო მეტს თამაშობს, მით უფრო იზრდება, როგორც ფეხბურთელი.

ის ფეხბურთელი, რომელიც ჩვენ რეგიონიდან მოგვყავს ან "დინამოს", ან "ლოკომოტივს", თადარიგში ზის და შეიძლება 5-10 წუთის თამაში მოუწიოს. ამიტომ უკეთესია, სხვა გუნდში იყოს. მაგალითად, რაიონში რომ იყოს საფეხბურთო სკოლები, იქ უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცემოდა და ბავშვიც უფრო კარგად გაიზრდებოდა.

- თქვენ გორის "დილაში" მუშაობდით მთავარ მწვრთნელად, სადაც თქვენი ასისტენტი გია ცეცაძე იყო. იგი ახლა 21-წლამდელთა ნაკრების დამრიგებელია. რა შეგიძლიათ გვითხრათ მის შესახებ, როგორ ფიქრობთ, რამდენად გამოუვა მას ახალგაზრდებთან მუშაობა?
- გიამ, როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე, დაამტკიცა, რომ მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელია და შეუძლია გუნდი დააყენოს და ათამაშოს კარგი, შემტევი ფეხბურთი.

ამიტომ ორი აზრი არ არსებობს, მე მივესალმები მის დანიშვნას ახალგაზრდულ ნაკრებში და იმედი მაქვს, რომ იგი გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.
მკითხველის კომენტარები / 6 /
700LARS ZBOREBZE RO AKREBIEBT BAVSHVEBS KOVEL ZAMTAR ZAPXUL DA IVSEBT JIBEEBS EG SHEN SKOLASHI AR XDEBA XO? UNAMUSO DA MEKRTAME TRENEREBI ROA MAK NAXEVARI. GAMOVA DA INTERVIUEBS IDZLEVIAN CHUUMAD MAINC IKAVIT.AR GCXVENIAT MAINC.GAYVLIPES BAVSHVEBI DA AXLA PIROBEBZE DA SHEGEVATEBZE LAPARAKOBEN.RASAMADLIT AM BAVSHVEBS RAGAC NACILS RO ARAXDEVIEBT ESEIGI MATSHI PULS XEDAVT DA IMITO AR AXDEVIEBT.DA NU GAXDEBIT EXLA AK MAMA TEREZEBI.CHUMAD IKAVIT CHUMAD/
0
ფულს კი არ უნდაა ახდევინებდნენ ბავშვებს, მწვრთნელებს სახელმწიფო უნდა უხდიდეს ფულს და თუ კარგ ფეხბურთელად გაზრდის მწვრთნელი ბავშვებს და კონტრაქტი გაუფორმდებათ ამ ბავშვებს კონტრაქტის მიხედვით ბონუსები აიღონ მწვრთნელებმა კლუბებისგან. აი მაშინ აღარავინ აღარავინ აღარ დაიჩაგრება
roma
17:28 10-01-2018
0

სიახლეები პოპულარული