ზაზა ჯანაშიამ საფეხბურთო კლუბი "ზუგდიდი" შეიძინა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" მფლობელი ამავე გუნდის დირექტორი ზაზა ჯანაშია გახდა.

მან კლუბის 100%-იანი წილი 61 000 ლარად ელექტრონული აუქციონის საშუალებით შეისყიდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მერ გამოცხადებული აუქციონი 2017 წლის 28 დეკემბერს დაიწყო და 2018 წლის 5 იანვარს დასრულდა.

პირობების მიხედვით, ელექტრონული აუქციონში გამარჯვების დამდასტურებელი ოქმის საფუძველზე, ხელშეკრულება ზუგდიდის მერიასა და შემძენს შორის 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა გაფორმდეს.

საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" 100%-იანი წილის გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას საკრებულომ 21 დეკემბრის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი.

წყარო: ipn.ge
ასევე დაგაინტერესებთ