ზაზა ჯანაშიამ საფეხბურთო კლუბი "ზუგდიდი" შეიძინა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" მფლობელი ამავე გუნდის დირექტორი ზაზა ჯანაშია გახდა.

მან კლუბის 100%-იანი წილი 61 000 ლარად ელექტრონული აუქციონის საშუალებით შეისყიდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მერ გამოცხადებული აუქციონი 2017 წლის 28 დეკემბერს დაიწყო და 2018 წლის 5 იანვარს დასრულდა.

პირობების მიხედვით, ელექტრონული აუქციონში გამარჯვების დამდასტურებელი ოქმის საფუძველზე, ხელშეკრულება ზუგდიდის მერიასა და შემძენს შორის 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა გაფორმდეს.

საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" 100%-იანი წილის გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას საკრებულომ 21 დეკემბრის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი.

წყარო: ipn.ge
მკითხველის კომენტარები / 10 /
და რაში გადაიხადა 61000 ლარი? ქონება ამ კლუბს არ აქვს, სკოლა არ აქვს, მწვრთნელები და ფებურთელები არ ყავს. ადგილი იყიდა მესამე ლიგაში ამ თანხად? მშვენიერი ბიზნეს სვლაა. ისე საღამო სკოლა მაინც დაამთავროს ამ უბედურმა. წერა-კითხვას მაინც ისწავლის
andro
08 იანვარი 2018 13:51
6
Kai
grisha
07 იანვარი 2018 12:17
1
აი ახლა მანჩესტერს დაამარცხებენ
farkashi
06 იანვარი 2018 23:59
2
ძალიან ცოტა ითამაშა ნაკრებში ამ კაცმა და ერთერთი დასამახსოვრებელი ფეხბურთელი იყო, როგორც ყოველთვის გაცილებით მეტს ველოდით , მაგრამ ზარმაცობამ მაინც თავისი გაიტანა.// კოპენჰაგენის კარში გატანილი გოლი ეხლაც თვალწინ მიდგას, მაგნაირ გოლებს მარტო ტალანტები იტანენ, შეუძლებელია გამოგივიდეს../ ( ისე ეს კაცი არცერთ სპორტულ გადაცემაში არ მინახავს მიწვეული, საინტერესო იქნებოდა რა გეგმები აქ და რას აპირების გუნდისთვის...
Vasil
06 იანვარი 2018 22:39
0
კიდევ ერთი სისულელე ქართულ ფეხბურთში. 61000 ლარად! 1 ოთახიანი ჩეხური ბინის ფასად ვარკეთილში, გაიყიდა საფეხბურთო კლუბი. და რათ უნდა? რა უნდა გააკეთოს ჯანაშიამ? რომელი დიდი ბიზნესმენი ეგ არის რომ გუნდს რამე გაუკეტოს. რით ვერ გაიგეს რომ ქართველ ხალხს ფეხბურთი დზაან უყვარს და სხვა რამეა საჭირო.
gnn
06 იანვარი 2018 22:31
5
რათ უნდა და დაიწყებს თამაშების გაკეთებას,ჩაწყობებს და ამით იშოვის ფულს! 2X2=4 )))
aba
08 იანვარი 2018 02:24
1
გაურუსებია აბა ზუგდიდი ...)))
ეგებ ეშველოს რამე, ... იქნებ გამოიღვიძოს ოდიშმა...
მთავარია არ თქვა ის რუსული შოვინისტური თქმულება, და ფეხბურთს მიხედე,
- რუსები თუ არა დღეს თურქები ვიქნებოდითო,!!
Geo
06 იანვარი 2018 21:48
1
ცირკია რა
daTo
06 იანვარი 2018 21:23
0
ზუგდიდი იმსახურებს კარგ გუნდს.წარმატებები ზაზას და "ზუგდიდს".იმედია ფიფიას არ ჩააკითხავს კონსულტაციებზე.
gori2
06 იანვარი 2018 20:15
1
კარგია
roni
06 იანვარი 2018 18:21
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული