საბა კვირკველია რუსეთის ჩემპიონატის პირველი ნახევრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
რუსულმა საიტმა bombardir.ru-მ, საბა კვირკველია, რუსეთის ჩემპიონატის პირველი ნახევრის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

"სოლომონ კვირკველია, ისევე როგორც მისი გუნდი "ლოკომოტივი", ბოლო ხანებში პროგრესს განიცდის.

იური სიომინმა შეძლო "ლოკომოტივის" დაცვის სწორად ორგანიზება და შედეგად პირველ წრეში "ლოკომოტივმა" ყველაზე ნაკლები ბურთი გაუშვა.

"ლოკომოტივის" ცენტრალური მცველები ძალიან ეფექტურად ახერხებენ მეტოქის შეტევების განეიტრალებას.

კვირკველია ერთ-ერთი გამორჩეულია საჰაერო ორთაბრძოლების მოგების კუთხით და ასევე გაკეთებული პასების სიზუსტის მიხედვით.

მიუხედავად იმისა რომ მას ნაკლებად შეუძლია სწრაფი შეტევის წამოწყება, იგი მაინც რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია", - ნათქვამია სტატიაში.

აქვე გეტყვით, რომ სიმბოლურ ნაკრებში კვირკველიასთან ერთად კიდევ ერთი ქართველი, მოსკოვის "სპარტაკის" მცველი გიორგი ჯიქიაც მოხვდა, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული.