საქართველოს ფუტსალის ნაკრები პოლონეთთან მეორე მატჩშიც დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე პოლონეთთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ქალაქ ჩესტოხოვაში ჩატარებული შეხვედრა პოლონელთა გამარჯვებით, 3:1 დასრულდა. მატჩის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე, 0:0 დასრულდა. ანგარიში 22-ე წუთზე ვოიციეჩოვსკიმ გახსნა. 33-ე წუთზე ლუტეცკიმ გაიტანა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორბურთიანი გახადა. ზუსტად ერთ წუთში არჩილ სებისკვერაძემ სხვაობა შეამცირა. საბოლოო ანგარიში 37-ე წუთზე ზასტავნიკმა დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი ამხანაგური მატჩი ასევე პოლონელთა გამარჯვებით, 4:2 დასრულდა.

ჩესტოხოვა, პოლონეთი
პოლონეთი-საქართველო 3:1
გოლები: 1:0 ვოიციეჩოვსკი (22), 2:0 ლუტეცკი (33), 2:1
სებისკვერაძე (34), 3:1 ზასტავნიკი

პოლონეთი: კალუზა, ზასტავნიკი, ლუტეცკი, მიკოლაევიჩი (კ), კრიზელი
სათადარიგო შემადგენლობა: იენდრუშეკი, კუბიკი, კაიმანი, მარეკი, გლაზიაკი, ციტკო, სოლეცკი, პოპლავსკი, ვოიციეჩოვსკი.

საქართველო: კუპატაძე, კაკაბაძე (კ), თოფურია, თოდუა, კურტანიძე
სათადარიგო შემადგენლობა: ბუკია, ჭანუყვაძე, ლუკავა, ზედელაშვილი, კობაიძე, რონინიო, ჭუმბურიძე, სებისკვერაძე, ნიყვაშვილი.

მსაჯები: დამიან იარუხევიჩი, გჟეჟოგ ვიერჩოხი

გაფრთხილება: კუბიკი, კობაიძე

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული