ოკუპირებული აფხაზეთი და წართმეული ფეხბურთი. II ნაწილი [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
აფხაზეთი საქართველოა! ხოლო ფეხბურთი უნივერსალური სპორტია, რომელსაც ყველგან თამაშობენ.

სტატიის წინა ნაწილში შემოგთავაზეთ აფხაზეთის დე ფაქტო ჩემპიონატიდან 5 გუნდი, რომელმაც მოწინავე პოზიციები დაიკავა. ახლა კი ბოლო 5 გუნდს წარმოგიდგენთ.

ბოლო მონაცემებით, რისი მოძიებაც შევძელით, 30 სექტემბერს ჩემპიონი "ათონი" გახდა, რომელიც ახალ ათონს ეკუთვნის.

მე-6 პოზიციაზე სოხუმის "დინამო" გავიდა, რომელიც კლუბის სახელობის სტადიონზე თამაშობს და ერთ-ერთი საუკეთესო არენა აქვს მთელ აფხაზეთში. სოხუმში დაახლოებით 62 914 ადამიანი ცხოვრობს. "დინამო" დე ფაქტო ჩემპიონატში მხოლოდ ერთხელ გახდა ჩემპიონი,
1994 წელს.

Sportall.Ge


Sportall.Ge

"აბაზგიც" დედაქალაქური გუნდია და წელს მე-7 პოზიციაზე გავიდა. ისინი "დინამოს" სტადიონზე თამაშობენ. "აბაზგსაც" ერთხელ აქვს ჩემპიონობა მოპოვებული, 2001 წელს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

მე-8 პოზიციაზე ოჩამჩირის გუნდი "ერცახუა", რომელიც ვიტალი დარასელიას სახელობის სტადიონზე თამაშობს. ოჩამჩირეში დაახლოებით 5280 კაცი ცხოვრობს. ამ გუნდს ჩემპიონატი ორჯერ აქვს მოგებული, 1996 და 1998 წლებში.

Sportall.Ge
Sportall.Ge

Sportall.Ge

ტყვარჩელის "შახტარმა" ბოლოადგილოსანს გოლების რაოდენობით აჯობა და მე-9 ადგილზე გავიდა. ამ კლუბს ჩემპიონატი არასდროს მოუგია და ისინი ტყვარჩელის ცენტრალურ სტადიონზე თამაშობენ.

Sportall.Ge
Sportall.Ge

Sportall.Ge

წელს ყველაზე წარუმატებელი წელი გალის "სამურყაზანს" ჰქონდა. კლუბმა ბოლო პოზიცია დაიკავა და ადგილობრივ კლუბს არც არასდროს გამოუჩენია ჩემპიონატის მოგებით თავი. ქალაქში, ბოლო მონაცემებით, 7200 ადამიანი ცხოვრობს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
სამურზაყანო... და არა სამურკაზან.
nugo
16:46 05-12-2017
0
სოხუმს მართლაც კარგი სტადიონი აქვს შარშან ვნახე და გამიკვირდა არ ველოდი.არადა გამიხარდა მაგრა.გალის სტადიონის რა გითხრათ სოფლის სტადიონის დონეც არაა.არავის აინტერესებს ფეხბურთი იქ.სოხუმში წამალის გაჩხერვა უფრო პოპულარულია ვიდრე საერთოდ სხვა რამ
b.........
12:40 05-12-2017
0

სიახლეები პოპულარული