რევაზ გოცირიძე: შეტევაზე ვიყავით ორიენტირებული, მაგრამ არ გაგვიმართლა

AutoSharing Option
უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე "საბურთალო" "ბროდარაცს" დაუპირისპირდა, შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა და სტუმრად მეტი გატანილი გოლის წყალობით შემდეგ ეტაპზე "ბროდარაცი" გავიდა.

"საბურთალოს" 19-წლამდელთა მწვრთნელმა, რევაზ გოცირიძემ განვლილ მატჩზე ისაუბრა:

დადებითად შევაფასებდი "საბურთალოს" გამოსვლას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე.

მინდა მადლობა გადავუხადო ბიჭებს, შეძლეს თამაშის შემოტრიალება, რომ გაგვამრთლებოდა, შემდეგ ეტაპზე გავიდოდით.

შეგვეძლო ბევრი გოლი გაგვეტანა, მაგრამ მეტოქის მეკარემ არ მოგვცა ამის საშუალება. ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ ოსტატობა, მათ გამარჯვებისათვის ყველაფერი გააკეთეს.

მეტოქემ გვაჯობა ფიზიკურ დაპირისპირებებში და სტანდარტულები ზუსტად შეასრულა.

შეტევაზე ვიყავით ორიენტირებული, მაგრამ არ
გაგვიმართლა.

ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან და გამოცდილება აკლიათ, სწორედ ამის ბრალია დაშვებული შეცდომები.

იღბლიანია ჩვენთვის "პეტრო არენა" და იქ რომ გვეთამაშა, შეიძლება შეხვედრა სხვანაირად დასრულებულიყო.
დადებითად შევაფასებდი "საბურთალოს" გამოსვლას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე.
მინდა მადლობა გადავუხადო ბიჭებს, შეძლეს თამაშის შემოტრიალება რომ გაგვამრთლებოდა შემდეგ ეტაპზე გავიდოდით.
შეგვეძლო ჩვენ ბევრი გოლი გაგვეტანა, მაგრამ მეტოქის მეკარემ არ მოგვცა საშუალება. ჩემ ფეხბურთელებს, არ აკლია ოსტატობა, მათ ყველაფერი გააკეთეს.
მეტოქემ გვაჯობა ფიზიკურ დაპირისპირებებში და სტანდარტულები ზუსტად შეასრულეს.
შეტევაზე ვიყავით ორიენტირებული, მაგრამ არ გაგვიმართლა.
ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან და გამოცდილება სჭირდებათ, რისი ბრალიცაა ის შეცდომები რაც დავუშვით.
იღბლიანია ჩვენთვის "პეტრო არენა" და იქ, რომ გვეთამაშა შეიძლება სხვანაირად დასრულებულიყო.
მკითხველის კომენტარები / 4 /
გამოუცდელები რა ისინი ტოპ ლიგებში თამაშობენ? ყველაფერი თქვით,სტადიონიც მოიმიზეზეთ იმის გარდა რატომაც გამოვარდით....უფრო პრაგმატულათ,დაცვაზე ორიენტაცია სჯობდა,კონტრეშეტევებზე ჩვენ უნდა გვეთამაშა....ბოლოსკენ დაიძაბებოდა...სწორი ანალიზი არ გაუკეთთდა მეტოქეს,არაფერი გუნდი არ იყო განსაკუტრებული რა,გული დამწყდა მაგრად....არაუშავს,წარმატებები ბიჭებს
patrioti
17:31 23-11-2017
0
შეტევაზე ორიენტირებული ჩაპაევი რომ იყო, ისე უნდა, მაგრამ რად გინდა, მეტი არაფერი იცოდა.
haha
10:56 23-11-2017
0

სიახლეები პოპულარული