მადრიდის "ატლეტიკომ" და სპალ-მა ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი სინჯებზე მიიწვიეს

AutoSharing Option
ესპანეთის საფეხბურთო გრანდი მადრიდის "ატლეტიკო" და იტალიური სპალი ნიჭიერი ქართველი ფორვარდით ლადო ჩიხრაძით ინტერესდებიან.

ევროპის კლუბების ინტერესი ქართველი ნიჭიერი ფორვარდის ლადო ჩიხრაძის მიმართ მას შემდეგ გაიზარდა რაც მასზე დაგროვებული ვიდეომასალა და ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა მათთვის.

კერძოდ, ესპანურმა კლუბმა მადრიდის "ატლეტიკომ" და ასევე იტალიურმა კლუბმა ფერარას სპალ-მა დიდი ინტერესი გამოთქვეს ლადო თავიანთ აკადემიებში სინჯებზე მიეწვიათ, სადაც იგი ნოემბრის ბოლოს გაემგზავრება.

ლადო ჩიხრაძე ამჟამად საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" რიგებს იცავს და 17-წლამდელთა გუნდში თამაშობს. მას მხოლოდ ახლახან  შეუსრულდა 16 წელი. აღნიშნავენ, რომ იგი
შესამჩნევი პროგრესით  ვითარდება,  გამოირჩევა გოლის გატანის ალღოთი და  შეუპოვარი საფეხბურთო ხასიათით. 

ასევე აღნიშნავენ  მის  ფიზიკურ კონდიციებს და სხეულის ათლეტურ სტრუქტურას, რომელიც მწვრთნელებს  მისი განვითარების იმედებს კიდევ უფრო მატებს.

ნამდვილად სასიხარულო ინფორმაციაა როდესაც ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდა მოექცა ესპანური და იტალიური კლუბების ინტერესის სფეროში. იმედია ევროპაში მისი საფეხბურთო კარიერის გაგრძელების შემთხვევაში, იგი მომავალში ჩამოყალიბდება ძლიერ ცენტრალურ თავდამსხმელად, ასახელებს  ჩვენ ქვეყანას და დაეხმარება საქართველოს ნაკრებებს წარმატებების მიღწევაში.

®
მკითხველის კომენტარები / 6 /
"ბარსელონას" აკადემიაში ჩარიცხულა 12 წლის ქართველი მოზარდი ფეხბურთელი და აქ ერთი სიტყვა არ დაწერილა. სინჯებზე მიწვეულებზე რატომ იწერება ავანსად ამდენი სტატია მართლა ვერ ვხვდები
შოკირებული გულშემატკივარი
15:58 21-11-2017
0
დარეჯანს.ბოგმა კიარა უიმედობა გვახრჰობს უბრალოდ ატასი ასეტი სტატია იცერება მერე იკარგება სადგაც ეს ტალანტები.პიარი რო არი მაგიტომ არ მომცონს.ატლეტიკოსჰი ტუ მიყავტ მაგას რა ჯობია გმერტმა ხელი მოუმარტოს.
bajo
14:21 21-11-2017
0
სიახლეები პოპულარული