"ბასკონიას" გენდირექტორი კალათბურთის ფედერაციაში პრეს-კონფერენციას ჩაატარებს

AutoSharing Option
თბილისში ჩამოსულია კომპანია „სასაკი ბასკონიას“ გენერალური დირექტორი, ხესუს ვასკესი, რომელიც 20 ნოემბერს, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ოფისში ჟურნალისტებისთვის პრეს-კონფერენციას გამართავს.

მოგეხსენებათ, საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და კომპანია „სასკი ბასკონიას“ შორის გაფორმებულია ხელშეკრულება, რომელიც 3 წელია, წარმატებულად ხორციელდება. ხესუს ვასკესი ჟურნალისტებს გააცნობს გასული წლების მანძილზე გაწეული სამუშაოს ანგარიშს და ისაუბრებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებზე.

ხესუს ვასკესის პრესკონფერენცია გაიმართება საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ოფისში (ჭავჭავაძის 49ა), 17:00 საათზე.

GBF.GE
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებულად ვისთვის ეგარი საკითხავი თორე ეგ კია კმაყოფილი ეტყობა პუტკუნა ლოყებზე.დდ
ზაზა
21:31 19-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული