"საბურთალო" "ბროდარაცს" "მიხეილ მესხზე" უმასპინძლებს

AutoSharing Option
უეფას ახალგაზრდული ლიგის მეორე წრის განმეორებით შეხვედრაში დედაქალაქური "საბურთალო" სერბეთის "ბროდარაცს" მიხეილ მესხის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე უმასპინძლებს.

მატჩი 22 ნოემბერს გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება.

ჩვენი მომავალი მეტოქე თბილისში 20 ნოემბერს ჩამოვა და სასტუმრო "გოლდენ პალასში" დაბინავდება. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი, რომელიც სერბეთში გაიმართა, 1:1 დასრულდა.

"საბურთალოს" პრესსამსახური