ფუტსალის ლიგის მეორე ტური ქუთაისში ჩატარდება

AutoSharing Option
11 ნოემბერს, ქუთაისის სპორტის სასახლე, ფუტსალის ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის, პირველი წრის, მეორე ტურის შეხვედრებს უმასპინძლებს.

ფუტსალის ლიგის პირველი იმერული სათამაშო დღე 13:00 სთ-ზე აიღებს სტარტს. გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი, აგორა აფხაზეთს დაუპირისპირდება.

15:00 სთ-ზე გაიმართება ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სტუ-თელასი დაუპირისპირდებიან. წინა სეზონში ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება, რომელიც ბათუმში გაიმართა, მოულოდნელად ბსუ-ს გამარჯვებით 8:5 დასრულდა, შესაბამისად მოქმედი ჩემპიონი, ფავორიტის სტატუსის დამტკიცებასთან ერთად, რევანშის აღებასაც შეეცდება.

სერიოზული გამოცდა ელის ლიგის დებიუტანტს, კოლხი-გულრიფშს, რომლის მეტოქეც, ვიცე-ჩემპიონი, ტატიშვილი
იქნება. მიუხედავად გადახალისებული შემადგენლობისა, "მედიკოსები" წლევანდელი სეზონის ფავორიტთა სიაში მოიაზრებიან. ეს შეხვედრა 17:00 სთ-ზე დაიწყება.

19:00 სთ-ზე, მასპინძლის სტატუსით პირველ შეხვედრას გამართავს, კიდევ ერთი დებიუტანტი წყალტუბო, რომელიც შარშანდელ ბრინჯაოს პრიზიორ თბილისს დაუპირისპირდება. ორივე გუნდი მიმდინარე სეზონში პირველი ქულებისთვის იბრძოლებს.

11.11.2017.ფუტსალის ლიგა.II ტური (ქუთაისის სპორტის სასახლე)

13:00 აფხაზეთი - აგორა

15:00 ბსუ (ბთ) - სტუ-თელასი

17:00 ტატიშვილი - კოლხი-გულრიფში

19:00 თბილისი - წყალტუბო

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ვებ-გვერდ sbm.ge-ს საშუალებით იქნება შესაძლებელი.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სოკარი" ტელეკომპანია "SILK", "ნაბეღლავი", იურიდიული ჯგუფი "McGill", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი"
მედია პარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", "თანამგზავრი", ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, tsff.ge, გაზეთი "ლელო"

სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული