გუგა ფალავანდიშვილი: სეზონის ჩამთავრებას ველოდები და შემდეგ გადაწყდება ჩემი მომავალი

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ქუთაისის "ტორპედოს" ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილია.

გუგა ფალავანდიშვილს "ტორპედოს" შანსებზე და საქართველოს ნაკრებზე ვესაუბრეთ.

- სამი ტური დარჩა ეროვნული ლიგის დასრულებამდე. რამდენად რეალურად მიგაჩნია "ტორპედოს" ჩემპიონობის შანსები?
- ჩემპიონობის შანსებს რეალურად ვაფასებ. სამწუხაროდ, "დინამოზე" ვართ დამოკიდებულები, რადგან 4 ქულაა სხვაობა და ძალიან რთული იქნება აღმოფხვრა, მაგრამ შანსი ნამდვილად არის და ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ.

-
ამავდროულად, მეორე ფრონტზეც გიწევთ ბრძოლა, "ტორპედო" საქართველოს თასის ფინალშია. როგორ შეაფასებ თქვენს შანსებს?
- თასის ფინალი ძალიან საპასუხისმგებლოა და თითო
ულ ფეხბურთელს გათავისებული
აქვს. ამიტომ საბრძოლო განწყობით ვხვდებით და შანსებს მაინც თანაბრად მივიჩნევ.

-
როგორ მოგეწონა შენ მიერ ჩატარებული სეზონი, ფიქრობ, რომ იდეალურ ფორმაში ხარ?
- რაც შემეხება მე, ვფიქრობ, ბოლო 5-6 ტურია ოპტიმალურ ფორმას მივუახლოვდი, რაც ძალიან მახარებს.

-
საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, ერთს - ქუთაისში ბელორუსთან. ელოდი, რომ შანსი კვლავ მოგეცემოდა? ფიქრობ, რომ მზად ხარ იმ კონკურენციისთვის, რაც ნაკრებში შენს პოზიციაზეა?
- კონკურენციისთვი
ყოველთვის მზად ვარ, მოლოდინიც ყოველთვის მაქვს. ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მესმის რომ თავისი ხედვა და გემოვნება აქვს.

-
რას ფიქრობ საქართველოს ნაკრების ჩატარებულ ციკლზე მსოფლიო ჩემპიონატზე და რამდენად რეალურად მიგაჩნია ევროპის ჩემპიონატი
თვის ფიქრი?
- ნაკრების ჩატარებულ თამაშებზე ვფიქრობ,  რომ ნამდვილად გაზრდილია და გაუმჯობესებულია ხარისხი, რომელიც სამწუხაროდ, შედეგზე არ აისახა.

-
მოლდ
ვურ "დაჩიაზეც" გკითხავ, რატომ წახვედი იქ? ეს იყო საქართველოს ჩემპიონაიდან ერთგვარი "გაქცევა" თუ უკეთესი მომავლის პერსპექტივა? რატომ არ გაამართლა შენმა ტრანსფერმა?
- კითხვას გამოვტოვებ, ძალიან დეტალურად მომიწევს ახსნა და არც ღირს.

- არის თუ
არა სხვა კლუბებიდან დაინტერესება და ჩემპიონატის დასრულების შემდეგ რჩები "ტორპედოში" თუ მიდიხარ?
- შემოთავაზებები ჯერჯერობით კონკრეტული არაფერი
, სეზონის ჩამთავრებას ველოდები და შემდეგ გადაწყდება ჩემი მომავალი.

- რას ფიქრობ, საქართველოს ჩემპიონატის დონე გაუმჯობესდა თუ უბრალოდ, რებრე
დინგი მოხდა და ცვლილებები არ არის? ანუ შეძლებენ ზაფხულში გუნდები თავის წარმოჩენას?
- ეროვნულ
ლიგის ფორმატმა, ჩემი აზრით, ნაწილობრივ გაამართლა და სწორი მიმართულებით მიდის და ვიმედოვნებ, უფრო განვითარდება.

- რას იტყვი ქუთაისელ ქომაგზე, რომ
ლიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია საქართველოს ჩემპიონატში, რამდენად ეხმარებიან გუნდს?
- ქუთაისელი ქომაგი ჩემთვის ნამდვილად გამორჩეულია და მუდამ ვგრძნობ მათ მხარდაჭერას. მინდა ყველას უდიდესი მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის. მეც, ჩემი მხრივ, ვეცდები, კარგი თამაშით გადავუხადო სამაგიერო.
ასევე დაგაინტერესებთ