თბილისის "დინამოს" "ულტრასებმა" ლუგანსკელ "ულტრასებს" მხარი დაუჭირეს

AutoSharing Option
უკრაინული სპორტული მედია აქტიურად აზიარებს ფოტოს, სადაც თბილისის "დინამოს" "ულტრასები" მოითხოვენ ვლად ოვჩარენკოსა და არტიომ ახმეროვუს გათავისუფლებას.

ფოტო, სავარაუდოდ, "ჩიხურა"-"დინამოს" თამაშის დროსაა გადაღებული, როცა თბილისელ "ულტრასებს" ბანერი ჰქონდათ გამოფენილი.

ვლად ოვჩარენკო (17 წლის) და არტიომ ახმეროვუ (13 წლის) ლუგანსკელი "ულტრასები" არიან, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ არაღიარებული ლუგანსკის სახელმწიფოს დროშა დაწვეს და სკანდირებდნენ: "ლუგანსკი არის უკრაინა", რის შემდეგაც ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა ბავშვები დააკავეს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
Dinamos ultrasebs nakrebis tamashze ra undodat?
Bichi
13:37 31-10-2017
10

სიახლეები პოპულარული