"საბურთალო" ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზეა! [VIDEO]

AutoSharing Option
PLAYER_GET_VIDEOFLASH
დღეს, 18 ოქტომბერს, "საბურთალოს" 19-წლამდელები "ბურსასფორის" 19-წლამდელებს ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაში დაუპირისპირდნენ.

მატჩი "დავით პეტრიაშვილი არენაზე" გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.

შეხვედრა თბილისელებმა ძალიან ცუდად დაიწყეს, პირველივე წუთზე კარტალ ილმაზმა "ბურსასფორი" 1:0 დააწინაურა. სტუმრებს მატჩის მე-7 წუთზე შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, მაგრამ საბურთალოელთა მეკარემ იუხეშა, ყვითელი ბარათი მიიღო და პენალტი დაინიშნა. გოკალფ კაიას დარტყმული, კი ნასყიდაშვილმა მოიგერია.

თბილისელებს პირველი რეალური მომენტი 33-ე წუთზე ჰქონდათ, კოხრეიძის დარტყმული ჯარიმა, დადაკდენიზმა ძლივს მოიგერია. შეხვედრის პირველ  ნახევრის დარჩენილ დროში სხვა მომენტი, არცერთ გუნდს არ
შეუქმნია.

მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით დაიწყო, ჯერ ივანიაძემ და ლაკვეხელიანმა შეუტიეს სახიფათოდ, შემდეგ კაიას დარტმული ნასყიდაშვილმა აიღო.

მე-80 წუთზე ფურცელაძემ მეტოქის რამდენიმე მცველი ჩამოიშორა, მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა, მაგრამ კარგად ვერ დაარტყა და დადაკდენიზმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

"საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა შეცვლა გამოიცნო, 85-ე წუთზე ტაბატაძის დარტყმული დადაკდენიზმა ცუდად მოიგერია და ანგარიში 1:1 გახდა.

საბოლოოდ ანგარიში არ შეცვლილა და ფრე 1:1 მორჩა. "საბურთალო" მეორე წრეში სერბულ "ბროდარაცს" 1 და 22 ნოემბერს დაუპირისპირდება.

მატჩის შემდეგ
- რევაზ გოცირიძე: ჩვენი ფეხბურთელები დღეს გმირები არიან

აღსანიშნავია ისიც, რომ ტრიბუნები ბოლომდე არ გაივსო და 2000-მდე გულშემატკივარი ესწრებოდა შეხვედრას.

შეგახსენებთ, პირველ მატჩში თურქეთში ცოტნე კაპანაძის გოლით "საბურთალომ" 1:0 გაიმარჯვა.

საბურთალომ შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: ნასყიდაშვილი, მალი, ფურცელაძე, ჯინჯოლავა, გულიაშვილი, კოხრეიძე, ივანიაძე (69.მათოზაშვილი) ლაკვეხელიანი, ხუბაშვილი, ჩოთალაშვილი, კაპანაძე (62.ტაბატაძე)

მკითხველის კომენტარები / 9 /
გაიხარეთ ბიჭებოოოო!!!!!!!!!!!!!!!!
koba
10:15 20-10-2017
0
გილოცავთ.გისურვებთ წარმატებებს შემდეგ ეტაპებზე.
თამაზი
14:17 19-10-2017
0
სიახლეები პოპულარული