"საბურთალო" ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზეა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 18 ოქტომბერს, "საბურთალოს" 19-წლამდელები "ბურსასფორის" 19-წლამდელებს ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაში დაუპირისპირდნენ.

მატჩი "დავით პეტრიაშვილი არენაზე" გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.

შეხვედრა თბილისელებმა ძალიან ცუდად დაიწყეს, პირველივე წუთზე კარტალ ილმაზმა "ბურსასფორი" 1:0 დააწინაურა. სტუმრებს მატჩის მე-7 წუთზე შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, მაგრამ საბურთალოელთა მეკარემ იუხეშა, ყვითელი ბარათი მიიღო და პენალტი დაინიშნა. გოკალფ კაიას დარტყმული, კი ნასყიდაშვილმა მოიგერია.

თბილისელებს პირველი რეალური მომენტი 33-ე წუთზე ჰქონდათ, კოხრეიძის დარტყმული ჯარიმა, დადაკდენიზმა ძლივს მოიგერია. შეხვედრის პირველ  ნახევრის დარჩენილ დროში სხვა მომენტი, არცერთ გუნდს არ
შეუქმნია.

მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით დაიწყო, ჯერ ივანიაძემ და ლაკვეხელიანმა შეუტიეს სახიფათოდ, შემდეგ კაიას დარტმული ნასყიდაშვილმა აიღო.

მე-80 წუთზე ფურცელაძემ მეტოქის რამდენიმე მცველი ჩამოიშორა, მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა, მაგრამ კარგად ვერ დაარტყა და დადაკდენიზმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

"საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა შეცვლა გამოიცნო, 85-ე წუთზე ტაბატაძის დარტყმული დადაკდენიზმა ცუდად მოიგერია და ანგარიში 1:1 გახდა.

საბოლოოდ ანგარიში არ შეცვლილა და ფრე 1:1 მორჩა. "საბურთალო" მეორე წრეში სერბულ "ბროდარაცს" 1 და 22 ნოემბერს დაუპირისპირდება.

მატჩის შემდეგ
- რევაზ გოცირიძე: ჩვენი ფეხბურთელები დღეს გმირები არიან

აღსანიშნავია ისიც, რომ ტრიბუნები ბოლომდე არ გაივსო და 2000-მდე გულშემატკივარი ესწრებოდა შეხვედრას.

შეგახსენებთ, პირველ მატჩში თურქეთში ცოტნე კაპანაძის გოლით "საბურთალომ" 1:0 გაიმარჯვა.

საბურთალომ შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: ნასყიდაშვილი, მალი, ფურცელაძე, ჯინჯოლავა, გულიაშვილი, კოხრეიძე, ივანიაძე (69.მათოზაშვილი) ლაკვეხელიანი, ხუბაშვილი, ჩოთალაშვილი, კაპანაძე (62.ტაბატაძე)

მკითხველის კომენტარები / 9 /
აღსანიშნავი ის კი არაა, რო 2000 კაცი მივიდა თურმე და ტრიბუნები მთლად ბოლომდეც არ გაივსო, არამედ ისაა აღსანიშნავი რო თბილისში ჩატარდა მატჩი და ქვეყნის ერთ-ერთმა მთავარმა სპორტულმა საიტმა იმდენი ვერ მოიფიქრა, კორესპონდენტი გაეშვა და სურათი გადაეღო იქ და არა ინტერნეტიდან ამოძებნილი წინა მატჩის სურათი დაგედოთ აქ. ესაა სიმართლე თუ გინდათ. ფეხის გადადგმა გეზარებათ და რო წააგებენ, დიაგნოზების დასმაში კი ეჯიბრებით მერე ერთმანეთს...
კოტე
09:14 19-10-2017
0
2000 მაყურებელი ამ ეტაპზე არაა ცოტა. ვულოცავ ახალგაზდებს წარმატებას და კიდე მეტ გამარჯვებას და ეტაპების გადალახვას ვუსირვებ მათ და ყველა გულშემატკივარს
Dave
22:40 18-10-2017
0

სიახლეები პოპულარული