მატჩი "დავით პეტრიაშვილი არენაზე" იმართება და პირველი ტაიმის შემდეგ "ბურსასფორი" 1:0 იგებს.
შეხვედრა თბილისელებმა ძალიან ცუდად დაიწყეს, პირველივე წუთზე კარტალ ილმაზმა "ბურსასფორი" 1:0 დააწინაურა. სტუმრებს მატჩის მე-7 წუთზე შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, მაგრამ საბურთალოელთა მეკარემ იუხეშა, ყვითელი ბარათი მიიღო და პენალტი დაინიშნა. გოკალფ კაიას დარტყმული, კი ნასყიდაშვილმა მოიგერია.
თბილისელებს პირველი რეალური მომენტი 33-ე წუთზე ჰქონდა, კოხრეიძის დარტყმული ჯარიმა, დადაკდენიზმა ძლივს მოიგერია. დარჩენილ დროში სხვა მომენტი, არცერთ გუნდს არ
შეგახსენებთ პირველ მატჩში თურქეთში ცოტნე კაპანაძის გოლით "საბურთალომ" 1:0 გაიმარჯვა.
საბურთალო მოედანზე შემდეგი შემადგენლობით გამოვიდა: ნასყიდაშვილი, მალი, ფურცელაძე, ჯინჯოლავა, გულიაშვილი, კოხრეიძე, ივანიაძე, ლაკვეხელიანი, ხუბაშვილი, ჩოთალაშვილი, კაპანაძე