ფუტსალი: პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოსა და რუმინეთს შორის ფრეა

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ოლიმპიურ სასახლეში ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის საპასუხო მატჩს რუმინეთის წინააღმდეგ მართავს.

პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 3:3-ია. ნგარიში მეოთხე წუთზე რუმინელებმა გახსნეს, თუმცა ქართველებმა სწრაფადვე უპასუხეს და ორწუთიან მონაკვეთში, მე-6 და მე-7 წუთებზე მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს. თავი ჯერ მურთაზ კაკაბაძემ გამოიჩინა, შემდეგ - არჩილ სებისკვერაძემ. სებისკვერაძემ მე-12 წუთზე შორეული დარტყმით დუბლი გაიფორმა. ერთ წუთში ფერეირამ გაიტანა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა, ტაიმის დასრულებამდე 1 წამით ადრე კი რუმინელებმა კიდევ ერთ გაგვიტანეს.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი რუმინეთში ფრედ, 2:2
დასრულდა და დღეს მოგების შემთხვევაში, ისტორიაში პირველად საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავა.