კახა კალაძე: მსოფლიო ვარსკლავების მატჩში მეც ვითამაშებ

AutoSharing Option
კახა კალაძეც საქველმოქმედო მატჩში - "მსოფლიო ვარსკვლავები საქართველოსთვის" - ითამაშებს. ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ამჟამად თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ილაპარაკა.

- ტოტი, პუიოლი, რივალდო, მალდინი... მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის ითამაშებენ

"მივესალმები იმას, რომ ეს შეხვედრა გაიმართება. იურიდიულად იდგა საკითხი, შეიძლებოდა თუ არა ამ მატჩში ჩემი მონაწილეობა, რადგან საარჩევნო კამპანიაში ვარ ჩართული. ახლა უკვე დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, რომ ვითამაშებ და ეს ძალიან მსიამოვნებს, რადგან ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია. თუ რაიმე წარმატება მაქვს, სწორედ ფეხბურთისა და სპორტის დამსახურებაა.

მიხარია,
რომ საქართველოში ჩამოვლენ და საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ჩემი თანაგუნდელებიც, რომლებთან ერთადაც წარმატებას მივაღწიე. ითამაშებენ ყოფილი მოწინააღმდეგეებიც - ძალიან მიხარია, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჩამოდიან, რაც კარგი ჟესტია. რაც შეეხება ქართველების შემადგენლობას, ზუსტად არ ვიცი, ვინ ითამაშებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ფეხბურთის ფედერაციას მსოფლიო დონის ფეხბურთელებისა და ვარსკვლავების ჩამოსვლაში დაეხმარა:

"თავად ვიყავი თუ არა ჩართული ფეხბურთელების მოწვევაში? ამ ადამიანებთან დაკავშირება მთხოვეს და შევეხმიანე. წლების განმავლობაში ერთად ვთამაშობდით, თანაგუნდელები ვიყავით და დღემდე არავისთან კონტაქტი არ გამიწყვეტია, კარგი, მეგობრული ურთიერთობა მაქვს".

კალაძემ კატეგორიულად უარყო, რომ ეს მატჩი მისი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია: "ეს ასე არაა, რადგან ამის უფლება არ მაქვს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
გათამაშებენ კი? რავიცი, განაცხადში კი არ შეგიყვანეს და... არც შენ არც შ. არველაძე, არც შელია, ასათიანი...
-------
15:29 22-09-2017
0
ყოჩაღ,კახი.კარგია როცა მეგობრები ამ ძნელბედობის დროს გვერდში დაგიდგნენ.ალბათ,შენ ამას იმსახურებ.მადლობის მეტი რა მეტკმის.
ნინი
07:07 21-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული