გარდაიცვალა ზურაბ სოტკილავა

AutoSharing Option
ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 80 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი საოპერო მომღერალი და თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი ზურაბ სოტკილავა.

ზურაბ სოტკილავამ საფეხბურთო კარიერა 16 წლის ასაკში სოხუმის "დინამოში" დაიწყო. 1955 წელს თბილისის "დინამოში" გადავიდა. მისი დებიუტი დონეცკის "შახტიორთან" მატჩში შედგა. ერთი წლის შემდეგ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი გახდა.

1958 წელს იუგოსლავიაში და 1959 წელს ჩეხოსლოვაკიაში ზურაბ სოტკილავამ მძიმე ტრავმები მიიღო და იძულებული გახდა, ფეხბურთის თამაშისთვის თავი დაენებებინა.

ზურაბ სოტკილავა ყველაზე მეტად საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტნობით ამაყობდა, რომელიც სსრკ-ის ჩემპიონი გახდა.

სააგენტო "ინტერპრესნიუსი" მომღერლის ახლობლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ზურაბ სოტკილავას მოსკოვიდან თბილისში რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვისაც არ მოსწონს კომენტარები მეგრულად ქეცბას დავესესხები და ცივი წუალი დალიოს
ბაჩო გ
17:08 19-09-2017
0
დიდი მაესტრო ზურაბ სოტკილა.ღორონთქ ოჩხონუას დო სინთელე თიშ სასაფლას... არ გამოაქვეყნოთ თქვე არაფრით.2 დღეა მეგრულად ვაკეთებ კომენტარს და არ აქვეყნებთ.რატოომ?!!!
ბაჩო გ
14:53 19-09-2017
1

სიახლეები პოპულარული