რუმინეთი VS საქართველო - ისტორიის დასაწერად

AutoSharing Option
დღეს, 12 სექტემბერს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ მატჩს რუმინეთთან სტუმრად გამართავს. ქალაქ დევაში შეხვედრა თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება.

ავთანდილ ასათიანის გუნდს პლეი-ოფის პირველ მატჩში მეკარე ზვიად კუპატაძე ტრავმის გამო ვერ დაეხმარება, არჩილ სებისკვერაძე და შოთა ჭანუყვაძე კი ყვითელი ბარათების გამო ვერ ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრები მატჩის მასპინძელ ქალაქ დევაში ორი დღით ადრე ჩავიდა. გუნდის მთავარი მეკარის გარდა, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და წლის ერთ-ერთი მთავარი შეხვედრის მოლოდინშია.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 26 სექტემბერს, თბილისში შედგება.

შეგახსენებთ,
რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატის ორი შესარჩევი ეტაპი წარმატებით გაიარა და პლეი-ოფში მოხვდა. ამგვარად, თავისი არსებობის ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი გაგვიჩნდა. ფინალური ეტაპი 2018 წლის ზამთარში, სლოვენიაში გაიმართება...

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი),თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი)

წინა ხაზი: ლევან კობაიძე (ტატიშვილი, თბილისი), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), გია ნიყვაშვილი (აგორა, თბილისი), კახა მაისაია (თელასი, თბილისი), ნიკა კურტანიძე (პსპ.თბილისი), დავით ბობოხიძე (ტატიშვილი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელორუსი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელორუსი), რონინიო და სილვა (ხერსონი, უკრაინა), შოთა ჭანუყვაძე (სვეიკი, მალტა), მურთაზ კაკაბაძე (ტატიშვილი, თბილისი), გიორგი ნიშნიანიძე (პოლიტეხი, რუსეთი), როდრიგო ანდრეი სილვა სანტოსი (სუნგუნ ვარზე, ირანი).
მკითხველის კომენტარები / 9 /
ლინკი დადეთ რა
უჩა
20:44 12-09-2017
0
კარგად თამაშობენ 100% დარწმუნებით მინდა ვთქვა რომ მოვხვდით ევროპაზე
mali247
20:40 12-09-2017
0

სიახლეები პოპულარული