საქართველოს ფუტსალის ნაკრები: რუმინეთში კაპიტნის გარეშე

AutoSharing Option
10 სექტემბერს საქართველოს ფუტსალის ნაკრები რუმინეთში გაემგზავრა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში პირველ მატჩს 12 სექტემბერს გამართავენ, 26 სექტემბერს კი რუმინელებს თბილისში უმასპინძლებენ.

სამწუხაროდ, რუმინეთთან პირველ მატჩს გუნდის სამი წამყვანი მოთამაშე გამოტოვებს - ძირითადი მეკარე და კაპიტანი ზვიად კუპატაძე ტრავმირებულია, გუნდის ბომბარდირ არჩილ სეფისკვერაძესა და შოთა ჭანუყვაძეს კი თითომატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვთ.

კუპატაძის არყოფნაში, ნაკრებს რუმინეთში ორი მეკარე ეყოლება. ამაზე გუნდის მთავარი მწვრთნელი გველაპარაკა:

"სამეულის არყოფნა დიდი დანაკლისია. სამწუხაროდ, ფეხბურთში მსგავსი სიურპრიზები იშვიათობა არ არის. კუპატაძის შეცვლა ძალიან ძნელია, მაგრამ
ნაკრებში ორი თანაბარი დონის მეკარე გვყავს - რუმინეთში იქნებიან ალექსანდრე ჯამბურია (მფკ "ტატიშვილი", თბილისი - ავტ.) და თორნიკე ბუკია ("სპარტაკი", მოსკოვი - ავტ.). დარწმუნებული ვარ, ისინი საქმეს თავს კარგად გაართმევენ.

მთავარია, რომ ამ შეხვედრის მნიშვნელობა ყველას გათავისებული აქვს, მაგრამ მეტისმეტი დაძაბვა არ ღირს და ისე უნდა ვითამაშოთ, რომ კარგად ვიცოდეთ - ამ მატჩით ჩვენ საქართველოს ფუტსალში ახალ ისტორიას დავწერთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული