ქართველი ფეხბურთელები სარეკლამო სახეებად [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
ფეხბურთელების შემოსავალი არამარტო ხელფასია, მათი პოპულარულობიდან გამომდინარე ისინი სარეკლამო სივრცისთის მოთხოვნადი არიან. დღესდღეობით საერთაშორისო ბაზრისთვის, საფეხბურთო სახეები თითქმის არ გვყავს. ეს კი იმ პრობლემებზე მეტყველებს, რაც ჩვენს ფეხბურთშია.

მაგრამ არის გამონაკლისებიც და გვაქვს საინტერესო პრეცედენტებიც უახლოესი წარსულიდან. გთავაზობთ სარეკლამო კოლაჟს და ქართველებს ფოტო თუ ვიდეო რეკლამებში.

ჯანო ანანიძე "სპარტაკში" 2009 წლიდან თამაშობს და გულშემატკივრისთვის ცნობადი სახეა. ხოლო კლუბის გენერალურმა სპონსორმა, ჩვენებური სპორტული ავტომობილის Nissan Z35-ის რეკლამაში გადაიღო.



ჰოლანდიის ქალაქ არნემში, "ვიტესის" კაპიტან გურამ კაშიას ყველა იცნობს.  ქალაქში ქართველს გარე რეკლამაზე, ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელის "truphone"-ს რეკლამებში და სხვადასხვა პოპულარულ გამოცემებში იხილავთ.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge



შოთა არველაძე დღემდე პოპულარულია თურქეთში და
ბევრ სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობს. ის "ტრანზბორსპორში" 4 წელი თამაშობდა და 5 წლის განმავლობაში თურქეთის სუპერლიგის სამ სხვადასხვა კლუბს წვრთნიდა.

Sportall.Ge











საუბარი არ ღირს, თუ როგორი პოპულარული იყო "მილანისა" და საქართველოს ნაკრების მცველი კახა კალაძე. შედეგად, საფეხბურთო კარიერის დროს, ის სხვადასხვა ბრენდის სარეკლამო სახე იყო. თუ რამდენი ბუცი ან საცვალი გაიყიდა ამ რეკლამების შემდეგ, უცნობია.

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული