ჯანო ანანიძე ნიანგთან ერთად ითამაშებს

AutoSharing Option
ამ დღეებში ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკი" "მილანისგან" 22 წლის თავდამსხმელს მ'ბაიე ნიანგს 18 მილიონ ევროდ შეიძენს, ოთხსეზონიან კონტრაქტს გაუფორმებს და წლიურ გასამრჯელოდ 3 მილიონს დაუნიშნავს.

ეს ნიანგი როსონერიმ 2012 წელს "კანის" დუბლებიდან გადაიყვანა, მაგრამ დიდად არ გამოადგა და 2014-დან გაიჯარებული ყავდა. მ'ბაიე ასე დაახასიათა ინგლისელმა საფეხბურთო ექსპერტმა ჯონ ბრედლიმ:"ნიანგი "კანიდან" მახსოვს, პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა და ამიტომ გადაიბირა "მილანმა". ენერგიულია, სულ დარბის, მაგრამ დარბის უაზროდ.

"უოტფორდში" ნახევარი სეზონი იყო და თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა. "სპარტაკში" გადასვლა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობისთვის უნდა. მისი შეძენა
დიდი რისკია. სახალხო გუნდს უფრო ცენტრბეკი და განაპირა მცველი სჭირდება".
მკითხველის კომენტარები / 11 /
ე ბიჭო, ცოტა გარკვევით დაწერეთ, მეგონა ზოოპარკში გადაგყავდათ მომვლელად...
giorgi
17:46 05-12-2017
0
სპარტაკს ესეთი როგორიც ნიანგი კოფილა უაზროდ მორბენალი რეინგოლდი კავდათ მისი გირსები არიან
data
17:21 21-08-2017
0

სიახლეები პოპულარული