იურგენ კლოპს ლეო მესის 300 მილიონ ევროდ გაყიდვა აღარ გაუკვირდება

AutoSharing Option
იურგენ კლოპი: მესის 300 მილიონ ევროდ შეძენა უკვე შესაძლებელია
"ლივერპულის" მენეჯერს იურგენ კლოპს მიაჩნია, რომ ნეიმარის 222 მილიონ ევროდ გაყიდვის შემდეგ, ლეო მესის 300 მილიონად გაყიდვაც შესაძლებელია. ცნობისათვის, ხელშეკრულებაში გამოსასყიდ თანხად არგენტინელს სწორედ 300 მილიონი უწერია.

"ადრე ეს წარმოუდგენლად მოჩანდა. მისი კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 300 მილიონია. უკანასკნელ ერთ თვეში ყველაფერი შეიცვალა და შეუძლებელი აღარაფერია. აქამდე ამხელა თანხის გადახდა წარმოუდგენელი გახლდათ.

"ბარსელონამ" ეს ციფრი შემთხვევით ჩაწერა. მაშინ ვინ იფიქრებდა, თუ ვინმე ამხელა ფულის გადახდას შეძლებდა? ახლა კი უკვე ყველაფერი შეიძლება მოხდეს",
- განაცხადა კლოპმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული