Le Parisien: პსჟ-სთან კვარაცხელიას აგენტის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს

AutoSharing Option
RMC Sport-ის ცნობით, პსჟ კილიან მბაპეს შეცვლის მთავარ კანდიდატად "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას განიხილავს და ეს მიუხედავად იმისა, რომ ბრედლი ბარკოლა კარგად თამაშობს. როგორ ჩანს, "პარი სენ ჟერმენი" ქართველის შეძენაზე მართლაც სერიოზულად ფიქრობს. ამას "პარიზიენი" ადასტურებს.

გამოცემის მტკიცებით, სამი კვირის წინ პსჟ-ის საფეხბურთო მრჩეველი ლუიშ კამპუში რომში კვარაცხელიას აგენტს შეხვდა, მას შემდეგ შემდეგ მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და ქართული მხარე ფეხბურთელის ფრანგულ გუნდში გადასვლით დაინტერესებას გამოხატავს.

აღნიშნულია, რომ თუ ხვიჩაში დიდ თანხას შესთავაზებენ, "ნაპოლი" დათანხმდება, უკვე ეძებს მის შემცვლელს და ერთი რამის თქმა
დანამდვილებით შეიძლება - ნებისმიერ შემთხვევაში პარიზული კლუბი "კვარას" ხელში ჩასაგდებად ყველაფერს გააკეთებს.

Le Parisien
მკითხველის კომენტარები / 17 /
პსჟეში ჩაკვდება ხვიჩა! დათარსული გუნდია!
გიგა
12:29 11-05-2024
3
არადა გრძნობებს რომ არ აყოლოდა, კვარას შანსი ჰქონდა მსოფლიოს საყვარელი ფეხბურთელი გამხდარიყო.ამხელა ამბავზე ერთი უბრალო ქალისთვის უარს რომ იტყვი მთლად ნორმალური არ უნდა იყო.
ჩემი აზრით
11:46 11-05-2024
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული