ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"აიაქსმა" მიქაუტაძის გაყიდვა გადაწყვიტა - სად გააგრძელებს კარიერას ქართველი

AutoSharing Option
ნიდერლანდური Voetbal International-ის ჟურნალისტი ლენტინ გუდიკი წერს, რომ "აიაქსმა" გიორგი მიქაუტაძის გაყიდვა გადაწყვიტა.

ამსტერდამული გუნდის წარმომადგენლები უახლოეს დღეებში ჩავლენ საფრანგეთში, სადაც "მეცთან" ფეხბურთელის გამოსყიდვის თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

"ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში "აიაქსს" დატოვებს, მიქაუტაძეა. კლუბი ხედავს ქართველის თვისებებს, თუმცა ახლა მას არ შეინარჩუნებენ.

სავარაუდოდ, მას "მეცი" გამოისყიდის, შემდეგ საფრანგეთში ან მის ფარგლებს გარეთ უფრო სარფიანად გაყიდის", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე "აიაქსში" გასულ ზაფხულს 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მან ჯამში ყველა ტურნირზე 9 შეხვედრაში ითამაშა და გოლი არ
გაუტანია.

ქართვეელმა ერთ-ერთი ინტერვიუში გაიხსენა, რომ ამსტერდამში ურთულესი პერიოდი ჰქონდა.
ასევე დაგაინტერესებთ