ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ეს მამარდაშვილის წასვლის დადასტურებაა? - "ვალენსიამ" გამოცდილ მეკარესთან შეთანხმებას მიაღწია

AutoSharing Option
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, "ვალენსიამ" "რაიოს" მეკარე სტოლე დიმირრიევსკისთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.

30 წლის ჩრდილომაკედონიელს მადრიდულ გუნდთან კონტრაქტი ამა წლის ზაფხულში ეწურება, რომელიც დიდი ალბათობით, აღარ გახანგრძლივდება.

ეს ყველაფერი კი იმას მოასწავებს, რომ "ღამურები" გიორგი მამარდაშვილის შემცვლელზე უკვე აქედანვე ზრუნავს.

სპორტულ პრესაში დიდი ხანია იწერება, რომ ქართველი კიპერის დამატება არაერთ ცნობილ გუნდს სურს, სულ ბოლოს კი ყველაზე ხშირად "ნიუკასლის" სახელი ჟღერს.
ასევე დაგაინტერესებთ