ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ქოჩორაშვილი დაბრუნდა და გააძევეს

AutoSharing Option
ტრავმის გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა „ლევანტეს“ 24 წლის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი, მაგრამ გააძევეს.

ქოჩორაშვილი „ხიხონთან“ საკუთარ მოედანზე მოგებულ მატჩში (1:0) 72-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 86-ე წუთზე კი პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო. მიმდინარე ჩემპიონატზე გიორგიმ 15 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

„ლევანტე“ 29 ტურის შემდეგ სეგუნდა დივიზიონში 42 ქულით მე-11 ადგილზეა და 13 მარტს „ანდორას“ უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ