ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ნაპოლის" ერთადერთი ვარსკვლავი კვარაცხელიაა" - იტალიელი მწერალი

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა მწერალმა მაურიციო დი ჯოვანიმ "ნაპოლის" შესახებ რადიო Marte-ს ეთერში ისაუბრა:

"იტალიას ჩემპიონთა ლიგაზე დამატებითი ადგილის მოპოვების შანსი აქვს. "ნაპოლი" სერია A-ში მეხუთე ადგილის დაკავებას უნდა ეცადოს. ამის მიღწევა რთული, მაგრამ შესაძლებელია. ქულების დაკარგვის უფლება აღარ აქვთ.

"რომა" ადვილად არაფერს დათმობს. მათი დიბალასა და ლუკაკუს შემტევი დუეტი თვით ლაუტაროსა და ტიურამის (ინტერი) და ოსიმენისა და "კვარას" (ნაპოლი) ტანდემებს სჯობს.

რაც შეეხება კალცონას გუნდს: ლობოტკა გამორჩეულია, ოსიმენი - განმსაზღვრელი, მაგრამ არა ვარსკვლავური. ერთადერთი ნამდვილი ვარსკვლავი "კვარაა" და ის მხარდაჭერას საჭიროებს. ოლივეირა კონცენტრირებულია,
ტრაორეს აღმაფრენა და ტემპის ცვლილება არ გააჩნია. "ბარსელონასთან" წარმატების მისაღწევად მარიო რუის თამაში აუცილებელია".

ასევე დაგაინტერესებთ