ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

არველაძის გუნდის ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია ბალოტელიმ შეწყვიტა

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგის 28-ე ტურში შოთა არველაძის „ფატიჰ კარაგუმრუკი“ გასვლაზე „დემირსპორთან“ 0:1 დამარცხდა.

გოლი პირველ ტაიმში პენალტით მარიო ბალოტელიმ გაიტანა.

ამით შეწყდა ყველა ტურნირზე არველაძის გუნდის ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია - 3 მოგება და 2 ფრე.

„ფატიჰ კარაგუმრუკი“ 29 ქულით მე-16 ადგილზეა და 9 მარტს გასვლაზე „ტრაბზონსპორს“ დაუპირისპირდება.

ადანა. „ადანა სტადიუმი“
დემირსპორი - ფატიჰ კარაგუმრუკი 1:0
გოლი: ბალოტელი (27, პენ)
გაძევება: ჩეკერინი (90+8, ფატიჰ კარაგუმრუკი)

alt"ძალიან ბედნიერი ვარ" - არველაძემ "გალათასარაის" დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა

ასევე დაგაინტერესებთ