კალცონამ კვარაცხელიას შეცვლის მიზეზი განმარტა

AutoSharing Option
"ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგაზე ნამატჩევს (1:1) ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის შესახებ კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ გააკეთა:

"შესაძლოა, ის ფანტასტიკური არ იყო, მაგრამ ეს ნორმალურია, როდესაც ფეხბურთელს კარგად თამაში არ გამოუვა. ბოლომდე დაიხარჯა და მუშაობას გააგრძელებს. მისი ტაქტიკური მოქმედებით უკმაყოფილო არ დავრჩი. არ გაუბრწყინია, მაგრამ ეს უფრო მენტალური იყო, ვიდრე ფიზიკური. რეაქცია იმაზე მეტყველებს, რომ ყველაფერი კარგად გვაქვს. მაღალი კლასის შემტევები გვყავს, რომელთაც სარგებლის მოტანა შეუძლიათ. მოედანზე იმათ ვტოვებ, ვინც უკეთ ირჯება და სახელებს ყურადღებას არ ვაქცევ. კვარაცხელია ტოპ-ფეხბურთელია და როგორც გასულ
სეზონში, კვლავაც დაგვეხმარება".

მკითხველის კომენტარები / 26 /
თურმე, სახელები ჰკიდია; 'მაგარი ბიჭია'. იგივეს იმეორებს რასაც გარსია, და ეტყობა მის გზას გაუყვება. ხვიჩას პასები რაც მისდის მისი პოტენციალის გამოვლენისთვის შეუსაბამოა. პარტნიორები ფეხში აწვდიან ბურთს, ან მაშინ როცა არ იციან ბურთს რა უქნან და თავიდან იცილებენ. ამას უნდა მიხედოს მწვრთნელმა, ხვიჩას უნარები გამოიყენოს, და სხვა შედეგი დადგება. მანამდე კი ორივე ერთმანეთის უკმაყოფილო დარჩება. პიოლი ლეაოს უნარებს იყენებს. შედეგიც არის და ყველა კმაყოფილია.
გიორგი
15:35 22-02-2024
2
მძიმე საყურებელი თამაში იყო.აშკარად ჩანდა ,რომ ორი კრიზისში მყოფი გუნდი ებრძოდა ერთმანეთს ,თუმცა დასაწყისი ბარსას დომინაციით აღინიშნა ,მაგრამ გატანილ გოლებში ვერ აისახა სწორედაც იმიტომ, რომ საშემსრულებლო ოსტატობა არ არის შესაბამისობაში ბარსას სახელთან და ავტორიტეტთან.ნაპოლი კი ძალიან ქაოტიური იყო და პრეტენზიებიც ამის გამო არა მგონია სამართლიანი იყოს ,რამეთუ მწვრთნელს მისი სათანადოდ მომზადების საშუალება არ ქონია,მომავალში კი ვნახოთ.რაც შეეხება ხვიჩას----გავხდით იგივე სურათის მოწმენი რაც უკვე მრავალჯერ გვინახავს:უმკაცრესი მეურვეობა,პარტნიორებისგან არავითარი მხარდაჭერა,უაზრო ,უსარგებლო სირბილი მოწინააღმდეგის ბურთის ფლობის დროს,რასაც მჰოყვა გადაღლა და თამაშის ხარისხის კიდევ უფრო გაუარესება.გამოცვლამდე ცოტათი ადრე გავიფიქრე:ახლა,რომ ხვიჩამ თავისუფალ სივრცეში ბურთი მიიღოს რის გაკეთებას შეძლებს მეთქი---და პასუხი-ვერაფერს.საჭირო იყო შეცვლები და როდესაც დავფიქრდი ვინ იყო შესაცვლელი ,სამწუხაროდ თავში პირვილ რიგში ხვიჩა და კუასტე წამოტივტიდა.გულზე ვსკდებოდი,როდესაც ვუყურებდი ,პოლიტანო რომ აშკარად უკეთესად გამოიყურებოდა.შეცვლების შემდეგ გუნდი რომ უკეთ ამოძრავდა ,ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შემცვლელები უკეთესები არიან.ჯერ ერთი ისინი დასვენებულები იყვნენ.მეორე ,თამაშის ბოლოს როგორც წესი მეტი თავგანწირვით და სულისკვეთებით უტევს ის გუნდი რომელსაც განსაკუთრებული საჭიროება აქვს ქულების აღების და მესამეც ---თამაშის ბოლო მონაკვეთებში გუნდები დაღლილობისა და დიდი დაძაბულობის ფონზე,კარგავენ კონცეტრაციას და თამაში იღებს სუმბურულ ხასიათს,ამ დროს კი სასწორი ხშირად მასპინძლის მხარეს იხრება.ერთი სიტყვით უნდა დაველოდოთ ახალი მწვრთნელი რას შეცვლის ,რას შემოგვთავაზებს.
არგუტი
13:22 22-02-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული