ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

GOL digital: მამარდაშვილი პრემიერლიგაში წავა - მას "ვალენსიაში" კეპა შეცვლის

AutoSharing Option
ესპანური GOL digital-ი იტყობინება, რომ "ჩელსიდან" იჯარით აყვანილმა მეკარე კეპა არისაბალაგამ ტიბო კურტუას ტრავმისას ვერ გაამართა "რეალის" იმედები, ანდრეი ლუნინთან კონკურენცია წააგო, ლონდონურ კლუბს მისი დაბრუნება არ უნდა და შეიძლება სამშობლოში დარჩეს - კარიერა "ვალენსიაში" გააგრძელოს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ზაფხულში "ვალენსიას" "კარი ცარიელი დარჩება", რადგან გიორგი მამარდაშვილი შესანიშნავ სეზონს ატარებს, არაერთ შეხვედრაში გოლი არ გაუშვა, "ღამურებს" ბევრი ქულა მოუპოვა, კლუბის ხელმძღვანელობამ რამდენიმე შეთავაზება მიიღო, გუნდს გამოიცვლის და სავარაუდოდ, პრემიერლიგაში წავა.

ერთი სიტყვით, "ვალენსია" უკვე ეძებს ქართველის შემცვლელს და საქმეს ისეთი
პირი უჩანს, მიაკვლია კიდეც.