ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ვაკო ფელაინის თანაგუნდელი გახდა - ყაზაიშვილი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, 30 წლის ქართველი შემტევი ვაკო ყაზაიშვილი კარიერას ჩინეთის სუპერ ლიგის ბინადარ "შანდონგ ტაიშანში" გააგრძელებს.

მოგეხსენებათ, ჩვენებურს გასული წლის მიწურულს "ულსან ჰიუნდაისთან" კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახლდათ.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ვაკო უკვე ჩინეთში იმყოფება და 2-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა.

ინფორმაციისათვის, "შანდონგ ტაიშანი" ჩინეთის მოქმედი ვიცე-ჩემპიონია. ამ კლუბში "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი მარუან ფელაინი ირიცხება.
ასევე დაგაინტერესებთ