"უმჯობესი იქნება, თუ "ნაპოლი" ორივეს გაყიდის" - იტალიელმა ჟურნალისტმა "კვარასა" და ოსიმენზე ისაუბრა

AutoSharing Option
იტალიელმა ჟურნალისტმა ფრანჩესკო მაროლდამ Televomero-ს ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "პარტენოპეიმ" ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია უნდა გაყიდოს.

"ეს "ნაპოლის" ისტორიაში ყველაზე ცუდი პერიოდია. "კვარას" და ოსიმენის შემთხვევაში ეს მხოლოდ დე ლაურენტისის ბრალია, მას ზაფხულში ორივე უნდა გაეყიდა. ახლა კი ვხედავთ, რომ გუნდის ორ ლიდერს შორის ადგილი გაუგებრობას აქვს. რაც ვიქტორმა დაწერა, მიუღებელია. ის ჯერ კლუბს უნდა დაკავშირებოდა და განცხადება შემდეგ გაეკეთებინა. ყველაზე მიუღებელი კი კლუბის სიჩუმეა", - განაცხადა მაროლდამ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მორიგ მატჩს 13 იანვარს, "სალერნიტანას"
წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

altხვიჩას ჯერ მათთან შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია... - "ნაპოლი" საშინელი სტატისტიკის შეცვლას ეცდება

altხვიჩა იტალიაში ყველაზე მეტად დაზარალებულია

altტაქსით სახლში - დე ლაურენტისი კვარაცხელიას და ოსიმენს შეახვედრებს

მკითხველის კომენტარები / 42 /
ჯუღელი რომ არა კაცურად მოიქცა ფაქტია მაგრამ ცალკე თემაა ის ხალხი ვინც ამას ვერ ხვდება.ოსიმენის დამცირებით კვარას კაი ტიპად გამოჩენა რომელ გაგებაში წერია.სინამდვილეში რაც კვარამ ზაფხულში ჩაიდინა ამაზე სამარცხვინო საქციელი იშვიათია.ოლიმპიადის გარეშე დაგვტოვა.
ასეა ეს
12:01 13-01-2024
8
არ მომეწონა ჯუღელის ინტერვიუ,თუმცა ვიკტორა არის უზრდელი და გაუნათლებელი. აეღო ტელეფონი და დაერეკა კვარასთვის,ეთქვა სათქმელი და კვარა ბოდიშს მოახდევინებდა ან საჯაროდ ახსნას გააკეთებინებდა ჯუღელს,მაგრამ გამოვარდა ოსიმენი და კაპასი ქალივით გალანძღა/დაწყევლა ჯუღელი.ასე კაცები არ იქცევიან,ვიღაცამ დამინახოს პასუხი გავეცი მიდგომა არის ეს და საქმეს ვერ აგვარებს. ამ სიტუაციაში,ჩემი მხარდაჭერა კვარას და ჯუღლეს,რატომ? იმიტო რო ისინი ქართველები არიან. სათქმელი ყველამ უთხარით ჯუღლეს,თუმცა ქვეყნის გარეთ არასოდეს არ გაამტყუნოთ თქვენი თანამოქალაქე. საერთაშორისოდ,საქართველო არის ოჯახი და საკუთარი ოჯახი არავის არ უნდა დააჩაგრინოთ. წარმატებები კვარას,დღეს გვიჭირს და ვილანძღებით,თუმცა არავინ არ იცის რა იქნება ხვალ ან ზეგ.თუ შენ არ გსურს გასაჭირში ჩემს გვერდზე ყოფნა,მაშინ გამარჯვების დროს რაში მჭირდები? ასე არის კვარას საქმე
იასონას უდარი
08:32 13-01-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული