ცნობილია, რა თანხას მიიღებს ქუთაისის "ტორპედო" გოგლიჩიძის ტრანსფერიდან

AutoSharing Option
გუშინ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ტორპედოს" ახალგაზრდა მცველი საბა გოგლიჩიძე კარიერას "ემპოლიში" გააგრძელებს.

Geo Team-ის ცნობით, ქუთაისური კლუბი 19 წლის ფეხბურთელში 450 000 ევროს მიიღებს, თუმცა ეს არა სატრანსფერო, არამედ აღზრდის საფასური იქნება.

"19 წლის მცველი საბა გოგლიჩიძე იტალიაში კარიერას თავისუფალი აგენტის სტატუსით გააგრძელებს. შესაბამისად, "ტორპედო" სატრანსფერო თანხას ფეხბურთელში ვერ მიიღებს.
ამის მიუხედავად, იტალიური კლუბისგან ქართულ კლუბს თანხა მაინც შეხვდება. საბა გოგლიჩიძე ქუთაისის "ტორპედოს" აღზრდილია. შესაბამისად, კლუბი, რომელთანაც საბა კონტრაქტს გააფორმებს, ქართულ გუნდს ფეხბურთელის აღზრდის
საფასურად 450,000 ევროს გადაუხდის." - წერს Geo Team-ი.

შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, გოგლიჩიძის დამატებით არა მხოლოდ "ემპოლი", არამედ "იუვენტუსი" და "უდინეზეც" ინტერესდებიან.

altკიდევ ერთი ქართველი სერია A-ში - გოგლიჩიძე მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის


მკითხველის კომენტარები / 23 /
აი არაფრის ღირსი არა ხართ რო გიყურებთ ფინანსებზე რო მსჯელობთ კიდე აქ . ფუ რა ჯიში ხართ საიდან მოეთერით ეს ვაჭრული სისხლი როდის გადმოგვისხეს ქართველებს. სერია A ში გადადის ბიჭი და სულ ფეხებზე კიდიათ მილიონი თუ არ მიიღო ტორპედომ, მაგიტომაა ამ სიბნელეში ქართული ფეხბურთი რა უნდა განვითარდეს ვინ გაგიშვებს ეს ბნელი ღორები ვის მისცემენ გასაქანს
Bidzia.
00:04 05-01-2024
11
Warmatebebi sabas nichieri da perspeqtiuli mcvelia dicziplina,shroma da varjishi aucileblad moitans shedegs.kvirkvelia rom wasuliyo lestershi dges legenda iqneboda
Eusebio
20:36 04-01-2024
2

სიახლეები პოპულარული