სად გააგრძელებს ზივზივაძე კარიერას? - მენეჯერის კომენტარი

AutoSharing Option
"ლელომ" ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" ცენტრფორვარდის, ბუდუ ზივზივაძის მენეჯერთან, ლაშა ოდილაძესთან.

მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, გააგრძელებს თუ არა ბუდუ გერმანიის რანგით მეორე ლიგაში თამაშს.

წარმატებული სერიის შემდეგ ზივზივაძისთვის "კარლსრუეში" რა შეიცვალა?

- ადამიანი შრომობს, თავის შესაძლებლობებს ამტკიცებს, გამოდის მოედანზე და გააქვს, მერე კი ძირითად შემადგენლობაში ხვდება... სასტარტოში თამაშისთვის დიდი კონკურენციაა. მაგრამ ახლა ის სასტარტო თერთმეტეულის ფეხბურთელია.

- დარჩება თუ არა "კარლსრუეში"?

- ეს მხოლოდ ბუდუზე არ არის
დამოკიდებული. მას საკმაოდ დიდი სატრანსფერო ფასი ადევს და ვნახოთ, რა და როგორ იქნება. კარგი ისაა, რომ გააქვს. შესაბამისად, მასზე მოთხოვნა გაიზრდება. აქ მეორე ფაქტორია - ზივზივაძემ გოლების გატანა ისევ დაიწყო და თავს კარგად გრძნობს.

- საქართველოს ნაკრებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ერთ-ერთმა გამორჩეულმა თავდამსხმელმა შედეგიანობა რომ გაზარდა...

- ორი აზრი არ არის! ეს დიდი მოტივაციაა და ის თავდაჯერება უბრუნდება, რაც მას ძალიან სჭირდებოდა. ყველა თვალყურს ადევნებს და როცა კლუბში არ თამაშობს, ნაკრების მწვრთნელისთვისაც ძნელია, ენდოს და შანსი მისცეს. მაგრამ რომ იტან, ყველაფერი გაცილებით კარგად მიდის, მათ შორის, ნაკრებშიც.

განაგრძეთ კითხვა

altბუდუს ვეღარ აჩერებენ - ზივზივაძემ "ელვერსბერგსაც" გაუტანა [VIDEO]

alt"ფორმაში ვარ და ძირითადში თამაშს ვიმსახურებ" - ზივზივაძემ მწვრთნელს შეტყობინება გაუგზავნა

alt"აღარ მინდა, "ჯოკერი" ვიყო" - ზივზივაძემ დუბლის შემდეგ ძირითადი მოითხოვა და მწვრთნელმაც უპასუხა

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს როგორი აღმაფრთოვანებელი ექსკლუზიური ინფორმაცია მოგიპოვებიათ ??
ადამიანი
07:12 23-12-2023
2
შოთა არავის წამყვანი არაა, ქართველები არ აინტერესებს. წარმატებები ბუდუს!
ლევანი
20:37 22-12-2023
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული