დავითაშვილის "ბორდომ" სტუმრად გაიმარჯვა

AutoSharing Option
ლიგა 2-ის მე-19 ტურში „ბორდომ“ გასვლაზე „დიუნკერკი“ 2:0 დაამარცხა.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი მწვრთნელმა სასტარტოში დააყენა და 84-ე წუთზე შეცვალა.

„ბორდო“ 22 ქულით მეცამეტე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 6 იანვარს, თასზე, გასვლაზე მესამე ლიგის „ენტენტესთან“ ჩაატარებს.

დიუნკერკი. „მარსელ-ტრიბუ“
დიუნკერკი - ბორდო 0:2
გოლები: 0:1 ვიპოტნიკი (4), 0:2 ელისი (71)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ვინღაა?
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული