"ოსიმენმა და კვარაცხელიამ კრიზისი გადალახეს და "ბარსელონასთვის" საფრთხეს წარმოადგენენ" - ესპანური მედია "პარტენოპეის" პლუსებსა და მინუსებზე წერს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ნაპოლი" "ბარსელონას" დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 21 თებერვალს ნეაპოლში გაიმართება, ხოლო საპასუხო - 12 მარტს ბარსელონაში.

კატალონიურ გუნდს კარგი დროება არ უდგას, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ირაკლი აზაროვის და გიორგი გოჩოლეიშვილის "შახტართან" დამარცხდა (0:1), გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიასთან" კი ლა ლიგაზე ფრეს დასჯერდა (1:1), ესპანეთის პირველობაზე ლიდერ "რეალს" 7 ქულით ჩამორჩება და უკვე დაიწყეს საუბარი მწვრთნელის, ხავის გადაყენებაზე, თუმცა კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ მის სამუშაოდან დათხოვნას არ აპირებს.

წილისყრას კატალონიური "სპორტი" გამოეხმაურა: "ნაპოლი" რუდი გარსიას გადაყენებისა და
მის ნაცვლად ვალტერ მაცარის დანიშვნის შემდეგ ოსიმენისა და კვარაცხელიას ფორმის აღდგენის შედეგად ძველებურად თამაშს უახლოვდება. სპალეტის წასვლის გამო გუნდს ჩავარდნა ჰქონდა, შესაძლო მეტოქეთაგან ყველაზე სახიფათო არ იყო, არასასურველთა შორის, პირველ რიგში, პსჟ და "ინტერი" სახელდებოდნენ.

რუდი გარსიას ეპოქამ მხოლოდ 5 თვესა და 16 მატჩს გასტანა და კრახით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელებიდან მხოლოდ კიმ მინ ჯე დაემშვიდობა, "ნაპოლი" იმ გუნდის აჩრდილიღა იყო, რომელმაც გასულ სეზონში ყველა აღაფრთოვანა. სპორტული დირექტორის, კრისტიან ჯუნტოლის "იუვენტუსში" გადაბარგებამ და "ოსიმენის საქმემ" დიდი ხმაური გამოიწვია და კლუბის სტაბილურობა შეარყია.

დე ლაურენტისმა მწვრთნელად ნოემბერში მაცარი დანიშნა და მან თანდათან წამყვანი ფეხბურთელების თამაშის გაუმჯობესებით, რომლებმაც გასულ სეზონში ფეთქებადი სეზონი ჩაატარეს, დადებით შედეგს მიაღწია. ეს, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია ორი ლიდერის - ოსიმენისა და კვარაცხელიას ფორმაში ჩადგომასთან. პირველმა 8 გოლი გაიტანა და მოწინააღმდეგეთათვის მთავარი საფრთხე გახდა. ნიგერიელი აფრიკის თასზე იასპარეზებს და უნდა ვნახოთ, როგორ მდგომარეობაში იქნება პლეი-ოფის მატჩებისთვის.

ქართველი გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მან ადრე აჩვენა, რომ თავის საუკეთესო პერიოდში გამორჩეულია, რომელსაც ერთი-ერთზე საუცხოოდ მოქმედება, სიტუაციის შეცვლა და მნიშვნელოვან შეხვედრებში გატანა ეხერხება. მიმდინარე სეზონში მას კრიზისი ჰქონდა, თვითდაჯერება დაკარგა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს პერიოდი გადალახა და ერთ-ერთი იმათგანი გახდება, ვინც "ბარსასთან" დაპირისპირებებისას საკვანძო მნიშვნელობისა იქნება.

აღსანიშნავია, რომ "ნაპოლიმ" ზოგიერთი ის შესანიშნავი უნარი დაკარგა, რომელთა მეშვეობით სკუდეტო მოიპოვა. ჯერ კიდევ უკეთესის სურვილს ტოვებს დაცვის თამაში. როგორც "ბარსელონას", მასაც ხაზებს შორის დიდი წყვეტა აქვს სივრცეებში, ნაკლებად აგრესიულია ზეწოლის მხრივ და წელს ჯგუფურ ეტაპზე "რეალთან" ორჯერ დამარცხდა. იტალიელები 4-3-3 ტაქტიკით თამაშობენ და "ბარსას" მისი ძლევის გამოცდილება 2020 წელს ჩატარებული მატჩებიდან გააჩნია".

დაახლოებით ანალოგიური ანალიზი გააკეთა "მუნდო დეპორტივომ": "მათი ვარსკვლავები, ოსიმენი და კვარაცხელია, მუდმივ საფრთხეს წარმოადგენენ და კატალონიელთა დაცვას თავსატეხს გაუჩენენ. მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლი" ისეთი პოზიტიური აღარაა და სერია A-ში მეხუთე ადგილზეა, მაინც მრისხანეა და ჩემპიონთა ლიგაზე ძლიერ გუნდად რჩება".

alt"ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება" - რა განაცხადა დეკუმ "ნაპოლისთან" დაპირისპირებაზე

alt"მეტოქე ძალიან ძლიერია, თუმცა..." - მაცარი ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრას გამოეხმაურა

alt"ბარსელონა" ფავორიტია, თუმცა "ნაპოლის" ერთი უპირატესობა აქვს - რა თქვა ფედელემ

altკვარაცხელია "ბარსელონას" წინააღმდეგ - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილები ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 4 /
გრანდებთან მაგრად უჭირთ, ასე რომ ნაპოლი აშკარა აუტსაიდერია.
saso
10:45 19-12-2023
8
NapoliM xarisxiani mcvelebi tu ar daimata barsa kiara 4eulshi shesvla gauchirdeba chempionats hi. Kimi ar unda Gaeyidat.meretic susti, mamarda jobia merets.
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული