აზაროვმა და გოჩოლეიშვილმა ითამაშეს - "შახტარმა" ვერ მოიგო

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის მეთხუთმეტე ტურში „შახტარისა“ და „პოლესეს“ მატჩი 0:0 დასრულდა.

დონეცკურ გუნდში ირაკლი აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა, გიორგი გოჩოლეიშვილმა კი ტრავმირებული ეფიმ კონოპლია მეთერთმეტე წუთზე შეცვალა.

„შახტარს“ 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 25 ქულით მეოთხე ადგილზეა და შემდეგ მატჩს 28 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე ჰამბურგში „ანტვერპენთან“ ჩაატარებს.

ლვოვი. „ლვივ არენა“

შახტარი - პოლესე 0:0

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული