"ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი... მესიმ "ოქროს ბურთის" მოგება დაიმსახურა" - რა თქვა კვარაცხელიამ Ballon d'Or 2023-ზე მე-17 ადგილის დაკავების შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ხვიჩა კვარაცხელიამ 2023 წლის "ოქროს ბურთის" 30 ნომინანტს შორის მე-17 ადგილი დაიკავა. ქართველი დაჯილდოებაზე მეუღლესთან ერთად მივიდა და მოკლე კომენტარი გააკეთა.

"ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს აქ ყოფნა მომიწევდა. ამის გამო ძალიან მოხარული და მადლობელი ვარ.

ყველა ფეხბურთელს პატივს ვცემ და მათთან ერთად აქ ყოფნა ძალიან სასიამოვნოა. დიდებული ფეხბურთელები არიან და მოხარული ვარ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ.

მესიმ "ოქროს ბურთის" მოგება დაიმსახურა. მან მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა და სიტყვები არ მეყოფა იმის აღსაწერად, რაც მან მუნდიალზე გააკეთა", - თქვა
კვარაცხელიამ.

altხვიჩა კვარაცხელიამ "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში მე-17 ადგილი დაიკავა

მკითხველის კომენტარები / 26 /
კარგია, ამ ატმოსფეროს სურნელი რომ შეიგრძნო ხვიჩამ. ეგეც დამატებითი მოტივაციაა, უკეთ რომ ითამაშოს და არაერთხელ მოხვდეს მანდ. ❤️
აი, ხომ მივეჩვიე ამ საიტის მრევლის წაწილის უკუღმართობას და ბოღმიანობას, მაგრამ სპორტულ ცერემონიალზე თუ ფეხბურთელის მეუღლის კაბა გახდებოდა განსახილველი, ვეღარ ვიფიქრებდი.
გაიხარეთ რა (თუ გაქვთ მაგის უნარი), რომ ქართველი ფეხბურთელი მონაწილეობს ასეთ მსოფლიო ფეხბურთის ელიტის ფორუმზე. რა დროს კაბის სიგრძე და ფორმაა.
გოგია
09:06 01-11-2023
0
რა მაგარი დერევნიაა...ორივე
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
07:37 01-11-2023
5

სიახლეები პოპულარული